პლანქტომიცეტი

პლანქტომიცეტი (ლათ. Planctomycetes) – გრამუარყოფითი ბაქტერიების ტიპი, რომლებიც უნიკალური უჯრედული სტრუქტურით გამოირჩევიან, კერძოდ, მემბრანის რთული, ჩაკეტილი სისტემით. ზოგიერთ პლანქტომიცეტებში ნუკლეოიდი წარმოდგენილია, ორმაგი მემბრანით გარშემორტყმულ, ბირთვის სხეულაკში. ზოგიერთი სახეობები, ახორციელებენ ანამოკოსს – ამონიაკის ანაერობულ ჟანგვას, შედეგად მიიღება ელემენტური აზოტი. Planctomycetes-ის წარმომადგენლები ბინადრობენ მტკნარ და მარილიან წყლებში, მნიშვნელოვანი ნაწილია ნიადაგის მიკრობული ფლორის. გარდა ამისა, პლანქტომიცეტები აღმოჩენილია ტორფულ ჭაობებში, ბინადრობენ გოგირდით მდიდარ ანაერობულ წყაროებში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
  • Share on Facebook
    Facebook
    გააზიარე Facebook -ზე ..