ლოჯიკალი D3 / Logical D3

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება  (აქტიური ნივთიერება):  ტრიკალციუმის ფოსფატი,  ვიტამინი D3

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის შემავსებელი პრეპარატები
ლოჯიკალი D3 წარმოადგენს ტრიკალციუმის ფოსფატისა და ვიტამინი D3-ს უსაფრთხო და ეფექტურ კომბინაციას კალციუმის ბალანსის სწრაფი და პროლონგირებული აღდგენისთვის.

ლოჯიკალი D3-ის ყოველი 10 მლ შეიცავს:
ტრიკალციუმის ფოსფატი  775მგ (ექვივალენტურია 300მგ ელემენტარული კალციუმის);
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) -3.75  მკგ (150 სე)

ტრიკალციუმის ფოსფატი – კალციუმის მაღალი შემცველობის მარილია, რომელიც ეგზოგენურად აღადგენსკალციუმისა და  ფოსფორის ენდოგენურ დეფიციტს და მონაწილეობს ჰიდროქსიაპატიტის კრისტალების -ძვლოვანი ქსოვილის მთავარი კარკასის შენებაში. იგი კარგად აითვისება ორგანიზმის მიერ, რის ფონზეც ადვილად აღდგება იონიზირებული კალციუმის დონე. მიუხედევად იმისა, რომ კალციუმის  უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ძვლებში, ის გარკვეული რაოდენობითაა სისხლშიც, სადაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების გადატანისთვის, სისხლის შედედებისთვის, ჰორმონების სინთეზისთვის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის აქტივობისთვის, კბილის ემალის ფორმირებისთვის.

ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმი, ფოსფორის, რკინის,მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. იგი  წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. განსაზღვრავს ორგანიზმშიკალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას
და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციისპროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში.

ლოჯიკალი D3 რეკომენდებულია:
კალციუმის დეფიციტის და რაქიტის პრევენცია და კომპლექსური თერაპია;
ჰიპოკალცემია;
ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი;
კბილის ამოსვლის შეფერხება; კარიესის პროფილაქტიკა;
სხვადასხვა გენეზის ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის პრევენცია და კომპლექსური თერაპია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში;
მოტეხილობები; ძვლოვანი ქსოვილის პოსტტრავმული რეგენერაციის პროცესების შენელება;
პოსტოპერაციული პერიოდი;
სტეროიდებისა და სხვა ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენებისას.

მიღების წესი და დოზირება:
3 თვიდან – 1 წლამდე 2,5 მლ 2-ჯერ დღეში
1 წლიდან – 4 წლამდე 5 მლ 2-ჯერ დღეში
4 წლიდან – 9 წლამდე  5 მლ 3-ჯერ დღეში
9 წლიდან 10 მლ 2-ჯერ დღეში

სიფრთხილის ზომები:
საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვების რაციონს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზებს. შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ გრილ და მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას. გახსინად ვარგისიანობის პერიოდი შეადგენს 30 დღეს. შეანჯღრიეთ ფლაკონი გამოყენების წინ.

ვარგისიანობის პერიოდი: 3 წელი
მწარმოებელი: MASENZ DANYA GROUP SL, ესპანეთი
გამოშვების ფორმა: 150 მლ სიროფი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება


 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..