ლუვიტანი / LUVITAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები ..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინები მაკრო და მიკროელემენტებით

წამლის ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, აქტიური ნივთიერებების გახანგრძლივებული გამოთავისუფლებით.
აღწერილობა: მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტებლეტები.

შემადგენლობა
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, აქტიური ნივთიერებების გახანგრძლივებული გამოთავისუფლებით, შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატის სახით)   800 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატის სახით)   3,3 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)   4,2 მგ
ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) 48 მგ
ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოთენატი)   18 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის სახით)    4,2 მგ
ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა)   400 მკგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)  3 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)  160 მგ
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)  5 მკგ
ვიტამინი E (DL-α ტოკოფეროლის აცეტატის სახით)   15 მგ
ვიტამინი H (ბიოტინი)     150 მკგ
მიკრო- და მაკროელემენტები
რკინა (რკინის ფუმარატის სახით)  14 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით)  56,25 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატის მონოჰიდრატის სახით)   2 მგ
მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატის დიჰიდრატის სახით)  50 მკგ
სპილენძი (სპილენძის სულფატის პენტაჰიდრატის სახით)  1 მგ
სელენი (სელენის საფუარების სახით)     55 მკგ
თუთია (თუთიის ოქსიდის მონოჰიდრატის სახით)   10 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდის ჰექსაჰიდრატის სახით)    40 მკგ
ამინომჟავები
L-ლეიცინი 19,5 მგ
L-ლიზინი (L-ლიზინის ჰიდროქლორიდის სახით) 15 მგ
L-იზოლეიცინი 11,5 მგ
L-ვალინი 10,5 მგ
L-ფენილალანინი 10 მგ
L-თიროზინი 9,5 მგ
L-ცისტეინი (L-ცისტეინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით) 6,3 მგ
L-თრეონინი 8,5 მგ
L-ჰისტიდინი (L-ჰისტიდინი ჰიდროქლორიდის მონიჰიდრატის სახით) 6 მგ
L-მეთიონინი 3,2 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰიპრომელოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ალუმინკალიუმის სილიკატი, ნატრიუმის საქარინი, ეთილვანილინი.

პრეპარატის ათქ კოდი: A11 JC

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი ამინომჟავებთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ლუვიტანი წარმოადგენს კომპლექსს ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების და შეუცვლელი ამინომჟავებისა, რომლებიც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის, ცხოველმყოფელობის უზრუნველსაყოფად; ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა დაავადებების მიმართ და გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისადმი.
ვიტამინები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების კატალიზატორებისა და რეგულატორების სახით.
მინერალური ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლისათვის აუცილებელი ელემენტებია, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედებისა და ქსოვილების შენებაში, ფერმენტული სისტემების ფუნქციონირებაში.
ამინომჟავები ცილის წარმომქმნელი სტრუქტურული ქიმიური ერთეულებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ცხოველმყოფელობის პროცესებში. ორგანიზმში ცილები ამინომჟვაბისაგან სინთეზირდება. ამინომჟავები ხელს უწყობს ვიტამინებისა და მინერალების ფუნქციურ აქტივობას, კუნთოვანი ქსოვილის ენერგომომარაგებას.
ლუვიტანის მიღებისას არ ხდება ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და ამინომჟავების მყისიერი გამოთავისუფლება, მათი გამოყოფა გახანგრძლივებულია დროში (არა უმცირეს 8 საათისა).
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ ლუვიტანის მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით, ამიტომ კინეტიკური დაკვირვებების წარმოება შეუძლებელია.

გამოყენების ჩვენებები
_ სხვადასხვა წარმოშობის ასთენიური მდგომარეობები, დაქვეითებული იმუნური სტატუსი;
_ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ზოგადი სისუსტე, გადაღლა და სხვა);
_ გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების (მათ შორის, მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები, სპეციფიკური ინფექციები და სხვა), ქირურგიული ჩარევების შემდგომ;
_ გაზრდილი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა;
_ დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვება;
_ მავნე ეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედება.

მიღების წესი და დოზირება
ლუვიტანი მიიღება შიგნით, საუზმის დროს, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
8 წლის ასაკზე უფროს ბავშვებსა და მოზრდილებს ენიშნებათ 1 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში.
რეკომენდებული დოზა არ უნდა გადაჭარბდეს.

უკუჩვენებები
_ პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
_ ორსულობა;
_ ლაქტაციის პერიოდი;
_ 8 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია  ალერგიული რეაქციები პრეპარატების შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ძილის დარღვევები.

განსაკუთრებული მითითებები
აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს.
ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ლუვიტანი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო სამუშაოების შესრულების უნარზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება პედიატრიაში
ლუვიტანი უკუნაჩვენებია 8 წლამდე ბავშვთა ასაკში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოვლენილი არ არის.
ლუვიტანის მიღება არ არის რეკომენდებული პოლივიტამინების სხვა კომპლექსთან ერთად დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით.

დოზის გადაჭარბება
ლუვიტანის დოზის გადაჭარბების შემთხვევები გამოვლენილი არ არის.

გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები აქტიური ნივთიერებების გახანგრძლივებული გამოთავისუფლებით.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასტან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

მწარმოებელი: Qualiphar laboratoria nv-sa, ბელგია

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება


 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..