პლექტრიდი

პლექტრიდი (ლათ. Plectridium) – სპორამტარებელი, როგორც მოძრავი ისე უძრავი ფორმები; არიან გრამდადებითი და გრამუარყოფითი ფორმები. სპორები, ჩვეულებრივ განლაგდება უჯრედის ერთ-ერთ ბოლოზე, რაც დოლის ჯოხების იერს ანიჭებს. თანამედროვე ბაქტეროლოგიაში ამ ტერმინით, ენდოსპორის მქონე ბაქტერიულ უჯრედებს აღნიშნავენ, რომლებიც აჭარბებენ უჯრედის დიამეტრს და განლაგებულნი არიან ტერმინალურად.
გვარი შედის გადახალისებულ რიგში Plectridiales. კლასი Sporulales, რომელიც იყოფა ორ ოჯახად და 4 გვარად:
ოჯახი Terminosporaceae – გრამუარყოფითი პლექტრიდიები,
გვარი Terminosporus – მოძრავი და Caduceus – უძრავი ბაქტერიები;
ოჯახი Plectridiaceae –  გრამდადებითი პლექტრიდიები
გვარები Plectridium – მოძრავი და Acuformis – უმოძრაო ბაქტერიები
გვარი Plectridium, შემოთავაზებული იყო  Fischer-ის მიერ 1895 წელს და არ იყო შეტანილი 1980 წლის ოფიციალურ ნომენკლატურაში, რადგან გვარ Plectridium-ი, ძლიერად განსხვავდება კლოსტრიდიუმისგან, რაც არ იძლევა მისი ცალკე გვარის გამოყოფის საშუალებას. გვარის ყველა წარმომადგენელი გადაყვანილია Clostridium-ის გვარში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.