მეწამული ბაქტერია

მეწამული ბაქტერია (Purple bacteria) – ფოტოსინთეზის უნარის მქონე პროტეობაქტერიები. ბინადრობენ მლაშე და მტკნარ წყლებში. მეწამული ბაქტერიები მიეკუთვნება ალფა-, ბეტა-, და გამა-პროტეობაქტერიების ჯგუფს. პოლიმორფულებია, მათი უჯრედის ზომები მერყეობს ფართო ზღვრებში (1-დან 20 მკმ-მდე). მრავლდებიან ბინარულად ან დაკვირტვით. კარგად აქვთ განვითარებული შიდა ციტოპლაზმური, ფოტოსინთეზური მემბრანები. წყლის ფორმების ზოგიერთ წარმომადგენელს გააჩნია აიროვანი ვაკუოლი. მოძრავი სახეობებია, აქტიური ფოტოტაქსისით. ზოგიერთ სახეობას შეუძლია ცისტების და ეგზოსპორების წარმოქმნა. უპირატესად იზრდებიან სინათლეზე, ანაერობულ გარემოში. უჯრედის კედელი გრამუარყოფითი ტიპისაა, დაფარულია ლორწოვანი შალითით ან კაფსულით.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
  • Share on Facebook
    Facebook
    გააზიარე Facebook -ზე ..