რიკეტსია

რიკეტსია (ლათ.
Rickettsia) – შიდაუჯრედული პარაზიტების ბაქტერიების გვარი. 1909 წელს ჰოვარდ ტეილორ რიკეტსმა (1871-1910) პირველად აღწერა კლდოვანი ლაქოვანი ცხელების აღმძვრელი. იმავე წელს მსგავსი დაკვირვება აწარმოა შ. ნიკოლმა, პარტახტიანი ტიფის შესწავლისას. 1910 წელს, პარტახტიანი ტიფის შესწავლისას, მექსიკაში ინფექციით დაიღუპა რიკეტსი.
გვარის წარმომადგენლები არიან პოლიმორფული, ხშირად კოკი ან ჩხირისმაგვარი, უმოძრაო, გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები. ოპტიმალური პირობებისას, რიკეტსიების უჯრედების ფორმა მოკლე ჩხირისებრია, საშუალოდ 0.2-0.6×0.4-2.0 მკმ, რაც მსხვილი ვირუსების ზომას შეესაბამება (დაახლოებით 0.3 მკმ).
რიკეტსიების სასიცოცხლო ციკლი ორ სტადიას მოიცავს: ვეგეტაციურს და მოსვენებითს. ვეგეტატიურ სტადიაში, მიკროორგანიზმები ჩხირისებრია, მრავლდებიან ბინარულად და მოძრაობენ. მოსვენებით სტადიაში კი რიკეტსიები,  სფეროს ფორმის უმოძრაო უჯრედებია, რომლებიც ბინადრობენ ფეხსახსრიანებსა და თბილსისხლიანთა უჯრედებში. რეპროდუქცია, გარდა ერთი სახეობისა მიმდინარეობს მხოლოდ ცოცხალ უჯრედებში, როგორც ვირუსების შემთხვევაში. რიკეტსიები ობლიგატური შიდაუჯრედული პარაზიტებია, რომელთა ზრდა და გამრავლება შესაბამისი მასპინძელი ორგანიზმის უჯრედებში მიმდინარეობს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.