ლუმინალი (ფენობარბიტალი)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: ფენობარბიტალი/ PHENOBARBITAL

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიეპილეფსიური საშუალება.

ჩვენებები:
ეპილეფსია; ქორეა, სპასტიური დამბლა, პერიფერიული არტერიების სპაზმი, ეკლამპსია, აგზნება, უძილობა, ჰიპერბილირუბინემია (მათ შორის ახალშობილებში, ქრონიკული ღვიძლშიგა ქოლესტაზისას, თანდაყოლილი არაჰემოლიტური არაკონიუგირებული ჰიპერბილირუბინემია), შფოთი, დაძაბულობა შიში, ალკოჰოლური აბსტინენცია, ენცეფალიტი, გამოწვეული წითელათი, გრიპით, ყვავილით, წითურით, ყივანახველით და მონონუკლეოზით; კანკალი, კრუნჩხვა (მათ შორის, ცხელების ფონზე, თავის ტვინის დაზიანებისას, მალარიისას, ახალშობილებში).

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის სხვა ბარბიტურატების მიმართ;
* პორფირიის  მანიფესტირებული და ლატენტური ფორმა მათ შორის ანამნეზში (შესაძლებელია სიმპტომების გაძლიერება ფერმენტების ინდუქციის გამო, რომლებიც პორფირინების სინთეზზე არიან პასუხისმგებლები);
* რესპირატორული დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს ქოშინით ან სასუნთქი გზების ობსტრუქციით;
* ღვძლის და/ან თირკმლის უკმარისობა;
* მიასთნია;
* ალკოჰოლიზმი;
* წამლისმიერი ან ნარკოტიკული დამოკიდებულება, მათ შორის ანამნეზში;
* ორსულობა (განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრი), ძუძუთი კვება.

მიღების წესი და დოზირება:
შიგნით. დოზირების რეჟიმი დგინდა მკაცრად ინდივიდუალურად ჩვენებაზე დამოკიდებულების, ავადმყოფობის მიმდინარეობის, ამტანობის, ასაკის და სხვათა მიხედვით. მკურნალობა აუცილებელია დაიწყოს უმცირესი ეფექტური დოზით, რომელიც პათოლოგიის კონკრეტული ფორმის შესაბამისად. პაციენტებში ღვიძლის/თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ასაკოვნებში და დასუსტებულ ავადმყოფებში აუცილებელია მკურნალობის მცირე დოზით დაწყება.
▪ საძლე დანიშნულებით – მოზრდილებში – 0,1–0,2 გ ძილამდე 0,5–1 სთ–ით ადრე;
▪ დამაწყნარებელი და სპაზმოლიტური დანიშნულებით – 0,01–0,03–0,05გ 2–3–ჯერ დღეში (ინიშნება სპაზმოლიტურებთან, ვაზოდილატატორებათნ და სხვა ერთად);
▪ ეპილეფსიისას ზრდასრულებში – 0,05–0,1გ 2–ჯერ დღეში დოზის თანდათანობით მოამტებით კლინიკური ეფექტის მიღებამდე.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებში – 0,2გ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 0,5 გ,
ბავშვებისათვის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ასაკის, ბავშვის სხეულის მასის გათვალისწინებით.

ორსულობა და ლაქტაცია:
უკუნაჩენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში (შესაძლებელია ტერატოგენული მოქმედება). ორსულებში მიღება ნაჩვენებია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით, თუ სხვა საშვალებების გამოყენება შეუძლებელია.
რეტროსპექტრულმა კონტროლირებადმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბარბიტურატების მიღება ორსულებში იწვევდა ნაყოფის ანომალიების გახშირებას.
ახალშობილებში, რომელთა დედებიც ორსულობის მესამე ტრიმესტრში იღებდნენ ფენობარბიტალს, ვითარდებოდა ფიზიკური დამოკიდებულება და მოხსნის სინდრომი (არის მონაცემები მოხსნის სინდრომის მწვავე განვითრებაზე, რაც გამოვლინდა ეპილეპტიკურ გულყრებში და ძლიერ აგზნებაში მშობიარობისთანავე  ან 14 დღეში,იმ ახალშობილებში რომლებიც განიცდიდნენ ბარბიტურატების ხანგრძლივ მოქმედებას მუცლადყოფნის პერიოდში).
არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ კრუნჩხვის საწინააღმდეგოდ ფენობარბიტალის მიღება ორსულებში  იწვევს ახალშობილებში სისხლის შედედებაში დარღვევებს  (დაკავშრებული K ვიტამინის ნაკლებობასთან), რაც  თავის მხრივ იწვევს სისხლისდენას ნეონატალურ პერიოდში (ჩვეულებრივ მშობიარობის პირველ დღეებში).
მშობიარობის დროს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილებში სუნთქვის დათრგუნვა, განსაკუთრებით დღენაკლულებში (რაც დაკავშრებულია ღვიძლის არასრულყოფილ განვითარებასთნ).
მკურნალობის დროს საჭიროა ძუძთი კვების შეწყვეტა (აღწევს დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს ცნს–ის დათრგუნვა ძუძუთი ბავშვებში).

გვერდითი მოქმედება:
ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, ლეთრგია, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, თვბრუსხვევა, თავის ტკივილი, ნევროზულობა, შფოთვა, ჰალუცინაცია, ატაქსია, კოშმარული სიზმრები, ჰიპერკინეზია (ბავშვებში), აზროვნების პროცესისი დარღვევა, პარადოქსალური რეაქციები (უჩეულო აგზნება, უძილობა) – განსაკუთრებით ბავშვებში, ასაკოვნებში და დასუსტებულ ავადმყოფებში – მოქმედების შემდგომი ეფექტი (ასთენია,დამტვრეულობის შეგრძნება, მოთენთლობა, ფსიქომოტორული რეაქციების, და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება).
გულსისხლძარღვთა სისტემის და სისხლის მხრივ; (სისხლწარმოქმნა, ჰემოსტაზი): აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰიპოტენზია და მეგალობლასტური ანემია (ხანგრძლივი გამოყენებისას), ბრადიკარდია, სისხლძარღვოვანი კოლაფსი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა/ ღებინება, ყაბზობა.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი ან ჭინჭრის ციება, ადგილობრივი შეშუპება (განსაკუთრებით ქუთუთოები, ლოყები და ტუჩები), ექსფოლიატიური დერმატიტი (სტივენ–ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი); შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი.
სხვა: ხანგრძლივი მოხმარებისას – ღვიძლის დაზიანება (სკლერების ან კანის სიყვითლე), ფოლატების დეფიციტი, ჰიპოკალციემია, ოსტეომალაცია, ლიბიდოს დარღვევა, იმპოტენცია.
იწვევს მიჩვევას (ვლინდება მკურნალობიდან 2 კვირის შემდეგ), წამლისმიერი შეჩვევა (ფსიქიური და ფიზიკური), მოხსნის სინდრომი.

სიფრთხილის ზომები:
დერმატოლოგიური რეაქციის გამოვლენისას ფენობარბიტალი უნდა მოიხსნას. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გვხვდება თუ ანამნეზში აღინიშნება ასთმა, ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება და სხვა.
მხედველობაში მიღებული უნდა იყოს, რომ ასაკოვან პირებში და დასუსტებულ ავადმყოფებში ჩვეულებრივ დოზებში შესაძლებელია გამოხატული აგზნება, დეპრესია ან გონების არევა. ბავშვებში ბარბიტურატმა შესაძლოა გამოიწვიოს უჩვეულო აგზნება, გაღიზიანება, ჰიპერრექტიულობა.
სიფრთხილით ინიშნება დეპრესიისას (შესაძლოა მდგომარეობის გაუარესება, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში).
დამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება დიდი დოზებით გამოყენებისას და გახანგრძლივებული მიღებისას, ასევე პაციენტებში ანამნეზით ალკოჰოლური და წამლისმიერი დამოკიდებულებისას. ბარბიტურატების მუდმივი მიღება დოზით, რომელიც თერაპიულ დოზას აჭარბებს 3–4–ჯერ, იწვევს ფიზიკური დამიკიდებულების განვითარებას 75% –ში.
წამლის მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, დოზის შემცირებით ხანგრძლივი დროის მანძილზე, რათა შემცირდეს მოხსნის სინდრომის რისკის განვითრება. აბსტინენტური სინდრომი შეიძლება განვითარდეს ბოლო დოზის მიღებიდან 8–12 სთ–ში და ჩვეულებრივ ვლინდება შემდეგი თანმიმდევრობით (მცირე სიმპტომები): შფოთი, კუნთოვანი ჰიპერკინეზი, ხელების კანკალი, პროგრესირებადი სისუსტე, თავბრუსხვევა,მხედველობის დარღვევა, გულისრევა/ ღებინება, ძილის დარღვევა, ორთოსტატული ჰიპოტენზია (თავბრუსხვევა, გულისწასვლის მდგომარეობა).
მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მნიშვნელოვანი სიმპტომები (კრუნჩხვა, დელირია), რომელიც ვითარდება 16 სთ–ში და გრძელდება 5 დღემდე მკვეთრი შეწყვეტისას. მოხსნის სინდრომი თანდათნ მცირდება 15 დღის მანძილზე.
დელირიისა და კრუნჩხვის განვითარებისას ლეტალური გამოსავალის რისკი მაღალია ადამიანებში წამლისმიერი დამოკიდებულებით, პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას, სწრაფი მოხსნის შემთხვევაში.
ეპილეფსიისას უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გულყრა და ეპილეფსიური სტატუსი.
ეპილეფსიის ფენობარბიტალით მკურნალობისას რეკომენდებულია სისხლში მისი დონის მონიტორინგი. ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია პერიოდულად განისაზღვროს სისხლში ფოლატის კონცენტრაცია, პერიფერიული სისხლის კონტროლი, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქცია.
მშობიარობის დროს ბარბიტურატის მიღების აუცილებლობისას საჭიროა რეანიმაციული მზადყოფნა.
მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.
არ შეიძლება ლუმინალის (ფენობარბიტალის) გამოყენება ავტომანქანის მართვისა და პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს სიფრთხილეს და ყურადღების კონცენტრაციას.

განსაკუთრებული მითითება:
ამჟამად ფენობარბიტალი საძილე საშუალებად  პრაქტიკულად, არ გამოიყენება.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

შენახვის ვადა: 10 წელი.

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook