ლუფასან D4

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: 250 მგ Luffa operculata D4 ტრიტურაციას HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით
(HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, მაგნეზიუმ სტეარატი

ჩვენება
– თივის ცხელება
– სურდო
– თავის ტკივილი
– საჭმლის მონელების სისუსტე

თვისებები
Luffasan-ს იღებენ გოგრისებრთა სახეობის მცენარის Luffa operculata-ს მწიფე გამომშრალი ნაყოფისაგან. ბრაზილიის ხალხურ მედიცინაში იგი უნივერსალური პრეპარატია ყაბზობის, შეშუპებების და სიმსივნეების სამკურნალოდ. Luffasan-ი გამოიყენება, როგორც დრენაჟული საშუალება ანთებითი პროცესების მიერ
გამოწვეული შეგუბებითი მოვლენების დროს.

მიღების წესი და დოზირება
მწვავე მდგომარეობების დროს იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ ნახევარ საათში (2 საათის განმავლობაში), დღეში არაუმეტეს 12-ჯერ. მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს ყოველდღიურად იღებენ
1 ტაბლეტს 1-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოქმედება ცნობილი არ არის

უკუჩვენებები ცნობილი არ არის

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის მიხედვით. მითითებები შემადგენლობაში შედის ლაქტოზა

მწარმოებელი: SANUM, გერმანია
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #80
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook