სარცინი

სარცინი (ლათ.Sarcina)
– გრამდადებითი კოკების გვარი. საფროფიტებია, ჩვეულებრივ სპორას არ წარმოქმნიან. არ მოძრაობენ და არ იწვევენ დაავადებებს. გვხვდება ნიადაგში, წყალში, ჰაერში და ცოცხალ ორგანიზმებში. სარცინას გვარის მრავალი წარმომადგენელი, არის ადამიანის მიკროფლორის ნაწილი, ბინადრობენ კანზე და მსხვილ ნაწლავში. გვარის ტიპური წარმომადგენელი Sarcina ventriculi, შეიძლება აღმოჩნდეს მარცვლოვნების თესლების ზედაპირზე, ნიადაგში, ადამიანის, ბოცვრების და ზღვის გოჭების ნაწლავებში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
  • Share on Facebook
    Facebook
    გააზიარე Facebook -ზე ..