მაგნიუმის სულფატი-დარნიცა

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მაგნიუმის სულფატი/MAGNESII SULFATUM

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფივაზოდილატაციური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 25%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ 1 ამპ.
მაგნიუმის სულფატი…………….. 250 მგ 1.25 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მაგნიუმის სულფატი-დარნიცა ორგანიზმზე ახდენს მრავამხრივ მოქმედებას. პარენტერალური შეყვანისას ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (დოზის მიხედვით შესაძლოა გამოვლინდეს სედატიური, ძილის ან ნარკოტიკული ეფექტი). თრგუნავს ნერვ-კუნთოვან გამტარობას, ამცირებს სასუნთქი ცენტრის აგზნებადობას, ამცირებს არტერიულ წნევას (განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე), გააჩნია სპაზმოლიტიკური ეფექტი შარდის შეკავებისას.

ფარმაკოკინეტიკა:
მაგნიუმის სულფატი-დარნიცა გამოიყოფა თირკმელებით, დიურეზის გაძლიერებით.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, სპაზმოლიტიკური, ნაღველმდენი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება.
ენიშნებათ პაციენტებს ჰიპერტონიული დაავადების ადრეულ სტადიაში, ჰიპერტონული კრიზის, ათეროსკლეროზის, ტყვიის კოლიკის და შარდის შეკავების დროს, მშობიარობის გაუტკივარების, ორსულების ტოქსიკოზის დროს; ჰიპომაგნეზემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები:
I-II სტადიის ჰიპერტონიული დაავადების დროს შეიყვანება ყოველდღიურად ი/კ მკურნალობის კურსზე – 15-20 ინექცია. გარდა ამისა არტერიული წნევის დაწევისას შესაძლოა გამოვლინდეს სტენოკარდიის გამოხატულობის შემცირება.
ჰიპერტონული კრიზისას ი/კ და ი/ვ ნაკადად (ნელა) შეიყვანება 10-20 მლ 20%-25% ხსნარი.
მშობიარობის გაუტკივარებისათვის ი/კ შეიყვანება 5-10-20 მლ პრეპარატის 25% ხსნარი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ხდება  მაგნიუმის სულფატი-დარნიცას და ანალგეტიკების კომბინირება.
ორსულთა გვიანი ტოქსიკოზისას 1-2-ჯერ დღე-ღამეში ი/კ შეიყვანება 10-20 მლ პრეპარატის 25% ხსნარი (შეიძლება შეუთავსდეს ნეიროლეპტიკებს).
კრუნჩხვით მდგომარეობებში ი/კ შეიყვანება 5-10-20 მლ პრეპარატის 25% ხსნარი.
ტყვიის კოლიკის და შარდის შეკავების დროს ი/კ შეიყვანება 5-10 მლ 10-20% ხსნარი, ხოლო ი/ვ – 5-10 მლ 5% ხსნარი (ასევე ინიშნება ოყნის სახით).
როგორც ნაღველმდენი საშუალება ინიშნება შინაგანად 1 სუფრის კოვზი 20-25% ხსნარი 3-ჯერ დღე-ღამეში.
ახალშობილის ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის ლიკვიდირებისათვის ინიშნება მაგნიუმის სულფატის 25% ხსნარი 0.5-0.8 მლ/ს.წ.კგ ერთხელ დღეში 5-8 დღის განმავლობაში; ბავშვებში მშობიარობისას მძიმე ჰიპოქსიით შეყვანა იწყება 0.2 მლ/კგ-ით, მე-3-4-ე დღისათვის დოზის მომატებით 0.8 მლ-კგ-მდე.
ბავშვებისათვის სითხეების შინაგანად შესხმისას აუცილებელია მაგნიუმის სულფატის 25% ხსნარის დამატება დღე-ღამის დოზით 0.5-0.75 მოლი/კგ, შესასხმელი ხსნარის მთელს მოცულობაში მისი გაზავებით.

გვერდითი მოქმედება:
ღებინება, სუნთქვის გართულება.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. არტერიული ჰიპოტენზია, მდგომარეობები, განპირობებული კალციუმის დეფიციტით და სასუნთქი ცენტრის დათრგუნვით, კახექსია. პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებულიI არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კალციუმის იონები ახდენს ანტაგონისტურ მოქმედებას მაგნიუმის იონების მიმართ.
პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტებთან ერთად გამოყენებისას ხდება ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დათრგუნვის გაძლიერება.

ჭარბი დოზა:
სიმპტომები: სუნთქვის გართულება.
მკურნალობა: პრეპარატის ჭარბი დოზის დროს როგორც ანტიდოტი გამოიყენება კალციუმის პრეპარატები – კალციუმის ქლორიდი ან კალციუმის გლუკონატი. ასევე ტარდება ჟანგბადის ან კარბოგენის ინჰალაცია, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (ფხვ).

გამოყენების განსაკუთრებულობანი:
მშობიარობის გაუტკივარების შემთხვევაში გათვალიწინებული უნდა იყოს საშვილოსნოს კუნთების კუმშვის უნარის დათრგუნვა, როც მოითხოვს მშობიარობის მასტიმულირებელი საშუალებების გამოყნებას.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15-25°C.

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

გაცემის პირობები: რეცეპტით.

მწარმოებელი: DARNITSA


 

Share this...Share on Facebook
Facebook