მასაგიმი / Massagim

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დიეთილამინის სალიცილატი/diethylamine salicylate

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

აქტიური ნივთირება:
დიეთილამინის სალიცილატი. 1გრამი კრემი შეიცავს 28,57 მგ დიეთილამინის სალიცილატს.

სხვა შემადგენლებია:
სტეარინის მჟავა, ქოლესტეროლი, ტროლამინი
სკიპიდარი,ლანოლინი, გლიცერინი, მეთილის პარა-ჰიდროქსიბენზოატი(კონსერვანტი), კუმარინი, ლავანდას ეთერზეთი და გამოხდილი წყალი.
დიეტილამინის სალიცილატი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა ადგილობრივი მოხმარებისთვის.გააჩნია გამახურებელი მოქმედება – რაც დადებითად მოქმედებს კუნთის და სახსრების ტკივილის სიმპტომატური მკურნალობისას, ასევე გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

სისხლში შეიწოვება კანზე დატანის ფართობისა, დაზიანებული კერის მდგომარეობის და მკურნალობის ხანგრძლივობის შესაბამისად.

ჩვენებები
– მიალგია (კუნთების ტკივილი)
– ძვლებისა და სასხსრების ტკივილი
– პოსტტრავმული ტკივილი
– ლუმბაგო (უეცარი მწვავე ტკივილი, აღმოცენებული უხერხული მოძრაობის ან სიმძიმის აწევის დროს)
– დისკოზური თიაქარი
– ნევრალგიები
– იშიაზი (საჯდომი ნერვის ანთება)
– სინოვიტები (სახსრის სინოვიური გარსის ანთება, მასში ექსუდატის წარმოქმნით)
– ბურსიტები (სახსრის ამომფენი სითხით სავსე ტომსიკის – ბურსის ანთება)
– დაჟეჟილობა, სილურჯე
– რევმატიული დარღვევები
– სისხლჩაქცევები
გამოყენება კანზე.

დოზირება და მოხმარების წესი: გამოიყენება 1-3-ჯერ დღეში, ხელის ნაზი მოძრაობით დაზიანებულ ადგილზე შეზელით.

უკუჩვენებები
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტის აქტიურ ნივთიერებაზე ან მის რომელიმე შემადგენელზე;
– თუ არსებობს ალერგიულობა (მომატებული მგრძნობელობა) სალიცილატების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
– არ გამოიყენება ლორწოვანი გარსების, დაზიანებული კანის (ჭრილობა, დამწვრობა), თვალების ტკივილის, კანის ეგზემის დროს;
–არ გამოიყენება ასევე ბავშვებში.(7 წლამადე)
წარმოდგენილია კრემის სახით, რომელიც მოთავსებულია ტუბში.
დალუქულია, შეფუთვაში შედის 35 გ-იანი კრემის ტუბი.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას, არ დაუშვათ გაყინვა. ვარგისია გამოშვებიდან 5 წელი

მწარმოებელი:
Vitoria Laboratorios, პორტუგალია

გამოშვების ფორმა:
28,57მგ/გ 35გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1

გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook