დეპო-პროვერა – DEPO-PROVERA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დეპო-პროვერა – DEPO-PROVERA-ის საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მედროქსიპროგესტერონი/MEDROXYPROGESTERONE

დეპო-პროვერა – DEPO-PROVERA-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰორმონული კონტრაცეპტივი.


დეპო-პროვერა – DEPO-PROVERA აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო სუსპენზია: ფლაკონში ან ერთჯერად შპრიცში 1 მლ
1 მლ
მედროქსიპროგესტერონის აცეტატი………..      150 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი-4000; პოლისორბატი-80; ნატრიუმის ქლორიდი; მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი; პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დეპო-პროვერა წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების გესტაგენურ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება პარენტერულად. პრეპარატი თრგუნავს გონადოტროპული (განსაკუთრებით მალუთეინიზირებელ) ჰორმონების სეკრეციას და აფერხებს ოვულაციას. დეპო-პროვერა ამცირებს სეკრეტორული ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია ენდომეტრიუმის მოსამზადებლად განაყოფიერებული კვერცხჯურედის იმპლანტაციისათვის. პრეპარატი ასევე ზრდის საშვილოსნოს ლორწოს სიბლანტეს, ხელს უშლის სპერმატოზოიდების შეღწევას.

ფარმაკოკინეტიკა:
კუნთებში შეყვანის შემდეგ დეპო-პროვერა აბსორბირდება ნელა, რაც ხელს უწყობს მისი მცირე, მაგრამ მუდმივი კონცენტრაცის შენარჩუნებას. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება პრეპარატის კუნთებში შეყვანიდან 4-20 დღის შემდეგ, ხოლო ნარჩენი კონცენტრაცია კი აღინიშნება პლაზმაში 7-9 თვის შემდეგაც. დეპო-პროვერას პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 90-95%. პრეპარატი აღწევს დედის რძესა და ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
დეპო-პროვერა მეტაბოლიზდება ღვიძლში, როგორც მეტაბოლიტების, ასევე უცვლელი სახით (44%). იგი გამოიყოფა ნაღველით და შარდით. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 კვირას.

ჩვენებები
კონტრაცეპცია;
ენდომეტრიოზი.

მიღების წესები და დოზირება:
კონტრაცეპციის დროს პრეპარატი ინიშნება ყოველ 3 თვეში ერთხელ 15 მგ ოდენობით. პირველი ინექცია რეკომენდებულია შევიყვანოთ მენსტრუალური ციკლის პირველ 5 დღეში ან მშობიარობიდან მეექვსე კვირას (ლაქტაციის პერიოდში).

ენდომეტრიოზის სამკურნალოდ დეპო-პროვერა ინიშნება ერთხელ კვირაში 50 მგ ოდენობით, ან ორ კვირაში ერთხელ 100 მგ ოდენობით, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციების მხრივ: ურტიკარია, გამონაყარი, ანაფილაქტოიდური რეაქციები.
შედედების სისტემის მხრივ: თრომბოემბოლია, თრომბოფლებიტი.
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა.
ცნსის მხრივ: ნერვული აგზნებადობა, ძილიანობა, სისუსტე, დეპრესია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
სასქესო ორგანოების მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საძევე ჯირკვლის მგრძნობელობის მომატება, სასქესო ორგანოდან გამონაყოფის ხასიათის შეცვლა.
სხვადასხვა: სხეულის წონის ცვლილება, პიროგენული რეაქციები.
ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილას ტკივილი, გამკრივება და კანის ფერის შეცვლა.

უკუჩვენებები
*პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. მკურნალობის პროცესში თუ ტარდება საშვილოსნოს ყელისა და/ან ენდომეტრიუმის ციტოლოგიური ან ჰისტოლოგიურ კვლევა საჭიროა ამის შესახებ ჰისტოლოგის ინფორმირება.
დეპო-პროვერა უარყოფითად არ მოქმედებს ლაქტაციის პერიოდში. მისი კონცენტრაცია რძეში უმნიშვნელოა.

განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია გამოვრიცხოთ სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა (სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის ჩატარების გარდა).
მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია არარეგულარული სისხლნარევი გამონადენი, რომელიც მკურნალობის გაგრძელებისას ჩვეულებრივ ქრება ამენორეის მდგომარეობამდე.
გამოხატულ ან ხანგრძლივ სისხლდენას, რომელიც დისკომფორტს უქმნის პაციენტს, აკონტროლებენ ესტროგენების პერორალური ან პარენტერული შეყვანით დოზით, რომელიც 25-50 მკგ ეთინილესტრადიოლის ექვივალენტურია ამ უკანასკნელის ყოველდღე, ციკლის 7-დან 21-ე დღის პერიოდში მიღებისას. აღნიშნული თერაპია ტარდება არა უმეტეს 1-2 ციკლის განმავლობაში.
იმ შეთხვევაში, თუკი ანომალური სისხლდენა გრძელდება, აუცილებელია პაციენტს ჩაუტარდეს გამოკვლევა რაიმე პათოლოგიის გამოსარიცხად.
ქალები, რომლებსაც პრეპარატის გამოყენებისას აღენიშნებათ დეპრესია, საჭიროებენ მათზე საგულდაგულო დაკვირვებას.
პრეპარატის გამოყენებისას თუ პაციენტს აღენიშნება თრომბოემბოლია, მკურნალობის გაგრძლების შემთხვევაში აუცილებელია სიტუაციის ხელახალი შეფასება, ზოგიერთ პაციენტებში, რომლებიც მცირე დოზებით იღებენ დეპო-პროვერს, შესაძლებელია გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება. ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

დეპო-პროვერას გამოყენება გავლენას ახდენს შემდეგ ლაბორატორიულ მონაცემებზე: გონადოტროპინის, პროგესტერონის, კორტიზოლის, ესტროგენების დონის განსაზღვრაზე შარდში გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის ტესტზე. მეტაპირინის ტესტზე.

ჭარბი დოზირება:  არ არსებობს მონაცემები.

შენახვის პირობები  პრეპარატი ინახება გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: PFAIZER,ბელგია

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook