მატერნა – MATERNA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მულტივიტამინები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.
1 ტაბ.
რეტინოლი…………………     1500 სე
ტოკოფეროლი……………      30 სე
ქოლეკალციფეროლი…….. 400 სე
ასკორბინის მჟავა………….  100 მგ
თიამინი……………………       3 მგ
რიბოფლავინი……………..    3.4 მგ
პანთოტენის მჟავა…………. 10 მგ
პირიდოქსინი…………….     10 მგ
ციანოკობალამინი…………. 12 მკგ
ფოლის მჟავა……………….    1 მგ
ნიკოტინამიდი…………….   20 მგ
ბიოტინი……………………       30 მკგ
იოდი………………………         150 მკგ
რკინა………………………          60 მგ
კალციუმი………………….      250 მგ
მაგნიუმი…………………..       25 მგ
თუთია……………………..        25 მგ
ქრომი……………………..          25 მკგ
მოლიბდენი………………..     25 მკგ
სპილენძი………………….       2 მგ
მანგანუმი………………….      5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების კომლექსის არსებობით. ვიტამინი ორსულებში ტოქსიკოზის დროს ამცირებს გულისრევისა და ღებინების სინდრომს.
ფოლის მჟავა ამცირებს ბავშვებში თანდაყოლილ სიმახინჯეებს;
თუთია და სპილენძი აუცილებელია ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისა და ქსოვილების რეგენერაციისათვის.  ისინი შედიან აგრეთვე ზოგიერთი ჰორმონული პრეპარატის შემადგენლობაში ინსულინის ჩათვლით;
კალციუმისა და მაგნიუმის შემცველობა აუმჯობესებს რკინის აბსორბციას. ლაქტაციის პერიოდში;
პრეპარატი აკმაყოფილებს დედისა და ბავშვის მომატებულ მოთხოვნილებებს ვიტამინებისა და მინერალებისადმი.

ფარმაკოკინეტიკა:
ფარმაკოკინეტიკური კვლევები პრეპარატ მატერნაზე არ არის ჩატარებული.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება:
ორსულებში რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიების პროფილაქტიკისათვის;
ორსულებში (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში) ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობისას;
ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის პროფილაქტიკისათვის;
პრეპარატი ინიშნება აგრეთვე დაგეგმილი ორსულობის წინა პერიოდში, რათა ორგანიზმი უზრუნველყოფილი იქნას ვიტამინებითა და მინერალებით.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად დღეში 1 ტაბლეტის ოდენობით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დოზის შეცვლა ექიმის რეკომენდაციით.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლოა გვერდითი მოვლენების განვითარება.

უკუჩვენებები
* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ძირითადი მითითებანი: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პერნიციოზული ანემიით შეპყრობილ პაციენტებში.

ჭარბი დოზირებაარ არის აღწერილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 20-250C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: WYETH-LEDERLE, აშშ

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook