მაქსიდექსი – MAXIDEX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): დექსამეტაზონი/DEXAMETHASONE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გლუკოკორტიკოსტეროიდული ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 0.1%: პლასტიკურ ჭურჭულში 5 მლ დროპ-ტეინერი საწვეთურით.
1 მლ
დექსამეტაზონი…………..   1 მგ
თვალის მალამო 0.1%: ტუბში 3.5 გ
1 გ
დექსამეტაზონი…………….. 1 მგ
კონსერვანტები:
მეთილპარაბენი………….    0.05%
პროპილპარაბენი………….   0.01%
ნეიტრალური ნივთიერებები:
თეთრი ვაზელინი, თხიერი ლანოლინი.

ჩვენებები
კონიუქტივის, რქოვანას, თვალის კაკლის ანთებითი პროცესები, ასევე ალერგიული კონიუქტივიტი, კერატიტი, ირიტი, ციკლიტი.
თვალის ზოგიერთი დაავადებები: არაჩირქოვანი კონიუქტივიტი მათ შორის სეზონურ-ალერგიული, კატარალური; თერმული და ქიმიური დამწვრობა.
ანთებითი რეაქციის დასათრგუნად პოსტოპერაციულ პერიოდში.

მიღების წესები და დოზირება:
ადგილობრივად 1-2 წვეთი.
მწვავე ანთებითი პროცესის შემთხვევაში:
ყოველ 30-60 წუთში, მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ჩაწვეთების ჯერადობა მცირდება ყოველ 2-4 საათში. შემდგომში დღეში 3-4-ჯერ, თუ ეს საკმარისია ანთების შესამცირებლად.
თუ დადებითი შედეგი მიღწეული არ იქნა 3-4 დღის შემდეგ, შესაძლებელია დამატებით სისტემური ან ადგილობრივი მკურნალობა.
ქრონიკული ადგილობრივი პროცესების დროს:
1-2 წვეთი ყოველ 3-6 საათში.
ალერგიის დროს 1-2 წვეთი ყოველ 3-4 საათში, სასურველი ეფექტის მიღწევამდე.
მალამო დაიტანება ქვედა ქუთუთოს არეში 4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
სტეროიდების ხანგრძლივმა ადგილობრივმა გამოყენებამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება, რის გამოც რეკომენდებულია თვალშიდა წნევის რეგულარულად გაზომვა.

უკუჩვენებები
* მარტივი ჰერპესი, რქოვანას და კონიუქტივას რიგი სხვა ვირუსული დაავადებები, თვალის ტუბერკულოზი, თვალის სოკოვანი დაავადებები, მწვავე ჩირქოვანი დაავადებები.
განსაკუთრებული მითითებები:
გაფრთხილება: ინტენსიურმა და ხანგრძლივმა კორტიკოსტეროიდულმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტის განვითარება.

კვლევებით არ არის დადგენილი პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედება ორსულობის პერიოდში, ამიტომ ორსულებში იგი სიფრთხილით ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში.
უსაფრთხოების ზომები: მკურნალობის პროცესში თუ არ მოხდა ანთებითი პროცესის ჩაცხრომა, უნდა დაინიშნოს სხვა სახის მკურნალობა. იშვიათად პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი: ALCON, ბელგია

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook