მბე – MBE

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალება,  ორგანიზმში მაგნიუმის შემავსებელი პრეპარატი
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
მაგნიუმის ოქსიდი მძიმე
(Magnesium oxidum ponderosum)………………..   250.0 მგ
150 მგ მაგნიუმის იონების ექვივალენტი
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი
(Pyridoxini hydrochloridum, ვიტამინი B6)………    7.29 მგ
ალლ-რაც-ა-ტოკოფეროლის აცეტატი
(int-rac-a-Tocopherylis acetas, ვიტამინი E)……… 200.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სოიოს ზეთი გასუფთავებული, სოიოს ლეციტინი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, ფუტკრის ცვილი, ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი (E171)

ფარმაკოლოგიური თვისებები
1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება MBE
MBE არის მინერალებისა და ვიტამინების კომბინაცია, რომელიც შეიცავს მაგნიუმის იონებს, B6 ვიტამინს და E ვიტამინს, რომლებიც რეკომენდებულია აღნიშნული ვიტამინებისა და მაგნიუმის ნაკლებობის პრევენციისა და მკურნალობისათვის, აგრეთვე მათზე მომატებული მოთხოვნისას, მწეველებისათვის, დაბინძურებულ გარემოში მყოფი ადამიანებისათვის და ელიმინაციური დიეტის დროს.
ის გამოიყენება როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ისეთი დაავადებების მკურნალობისას, რომლებიც ასოცირებულია ოქსიდაციურ სტრესთან; აგრეთვე სტრესის ეფექტების შესამცირებლად (ანტიოქსიდაციური თვისებების წყალობით).
მაგნიუმისა და B6 ვიტამინის ერთობლივად გამოყენებისას იზრდება მათი ანტისტრესული ეფექტები; ისინი უზრუნველყოფენ გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაცვას და დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე.
E ვიტამინი კი აძლიერებს ანტი-სტრესულ ეფექტებს.
მაგნიუმი არის ელემენტი, რომელიც მონაწილეობს უჯრედებში, ქსოვილებსა და ორგანოებში ნუკლეინის მჟავების, ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების წარმოქმნაში. ის დადებით გავლენას ახდენს ენერგიის შემძენ პროცესებზე, აძლიერებს გლუკოზის მეტაბოლიზმს, მონაწილეობს ჟანგვის რეაქციებში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრონქების მოძრაობის მოწესრიგებაში, ნერვებისა და კუნთების გააქტიურებაში. არეგულირებს გულის სისტოლურ აქტივობას და ახდენს გულის ჰიპოქსიისა და იშემიის პრევენციას. ასტიმულირებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს.
B6 ვიტამინი მნიშვნელოვნად ზრდის მაგნიუმის აბსორბციასა და მოხმარებას, განსაზღვრავს სისხლმბადი და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას. მონაწილეობს ენერგიის შეძენაში, ცილებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში და ნუკლეინის მჟავების სინთეზში. ახდენს სტეროიდული ჰორმონების ფუნქციის, იმუნური სისტემის მდგომარეობისა იმუნური რეაქციებისა და ნეოპლასტური დაავადებების მიმდინარეობის მოდიფიცირებას; გააჩნია ანტიათეროსკლეროზული ეფექტები.
E ვიტამინი წარმოადგენს კომპლექსური სისტემის ნაწილს, რომელიც იცავს უჯრედულ სტრუქტურებსა და გენეტიკურ მასალას ეგრეთ წოდებული ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების დესტრუქციული მოქმედებისაგან. ასტაბილიზებს უჯრედის მემბრანებს, განსაკუთრებით იმ მემბრანებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჟანგბადის ტრანსპორტირებას ან რომლებშიც მაღალია ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების კონცენტრაცია; ჰემოლიტური ფაქტორების მიმართ სისხლის წითელი უჯრედების რეზისტენტობას. სხვა ანტიოქსიდანტებთან (ვიტამინი C და კაროტინი) კომბინირებისას, იცავს ქსოვილებს და გააჩნია ანტიათეროსკლეროზული ეფექტები. გამოიყენება ქოლესტერინის მეტაბოლიზმის დარღვევების (ე.წ. ჰიპერქოლესტერინემიის) და გულის შეტევების პრვენციისათვის. ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების თანახმად, არსებობს კავშირი E ვიტამინის ყოველდღიურ მოხმარებასა და გულის კორონარული დაავადებას, ათეროსკლეროზსა და სტრესთან დაკავშირებულ სხვა ოქსიდაციურ დაავადებებს შორის.
პრეპარატი ნაჩვენებია E ვიტამინის, B6 ვიტამინისა და მაგნიუმის ნაკლებობის პრევენციისა დამკურნალობისათვის.

მიღების წესები და დოზები:
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
პრევენციის მიზნით: მოზრდილებში დღეში 1 კაფსულა, თუ სხვა დოზა არ არის დანიშნული ექიმის მიერ.
თერაპიული მიზნით: ექიმის დანიშნულების შესაბამისად – ნაკლებობის ხარისხის გათვალისწინებით – ჩვეულებრივ ინიშნება 1 კაფსულა დღეში ორჯერ.

თუ შეამჩნევთ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი დოზა, ვიდრე უნდა მიგეღოთ
რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მაგნიუმის ან E ვიტამინის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, დაღლილობა, სისუსტე და ზოგჯერ, ნაკლებად სპეციფიკური სიმპტომები.

B6 ვიტამინის ჭარბად მიღებას თან ახლავს მოძრაობის გაძნელება და ტკივილი კუდურების პერიფერიულ უბნებში.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება
ცალკეული გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
მაგნიუმის, B6 ვიტამინისა და E ვიტამინის მიღებასთან ასოცირებული არასასურველი ეფექტები იშვიათად ვითარდება. აღინიშნა კუჭ-ნაწლავური დარღვევები, რაც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
მაგნიუმის შემცველმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ფაღარათი. ამიტომ მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება დიარეის დროს.
პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სხვა გვერდითი ეფექტებიც. ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
მოცემული პრეპარატი ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
მოცემული პრეპარატი ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები:
– მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება, თუ:
– პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
– მომატებულია სისხლში მაგნიუმის დონეები (ეგრეთ წოდებული ჰიპერმაგნიემია);
– პაციენტს განვითარებული აქვს სერიოზული თირკმლის უკმარისობა;
– პაციენტს აღენიშნება ნერვული გამტარობის ბლოკირება (მაგ. ე.წ. ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა);
– პაციენტს განვითარებული აქვს მიასთენია (Myasthenia gravis);
– პაციენტს აღენიშნება მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზია;
– პაციენტი იღებს ლ-დოპას ე.წ. პერიფერული დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის გარეშე.

მიმართეთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები წარსულში აღგენიშნებოდათ.

ავტომობილების მართვა და მექანიზმებით სარგებლობა
პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილების მართვისა და მექანიზმებით სარგებლობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ პრეპარატი შეიცავს სოიოს გასუფთავებულ ზეთს. პრეპარატი არ მიიღოთ, თუ ალერგიული ხართ სოიოს მარცვლებზე ან მიწისთხილზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ ექიმს, თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
ფოსფატები, კალციუმის მაღალი დოზები, ჭარბი ცხიმები და ფიტატები აქვეითებენ ალიმენტარული ტრაქტიდან მაგნიუმის აბსორბციას. პერორალურად მიღებისას მაგნიუმის ნაერთები აქვეითებენ რკინის, ფტორიდის ნაერთებისა და პერორალური ანტითრომბული საშუალებების (ვარფარინის წარმოებულები) აბსორბციას. პრეპარატი შეიძლება მოქმედებდეს, როგორც K ვიტამინის ანტაგონისტი, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პერორალური ანტითრომბოტული პრეპარატებით ან ესტროგენებით. რკინის პრეპარატების იმავდროული გამოყენებისას აღინიშნება E ვიტამინის ეფექტების დაქვეითება, ამიტომ მოცემული პრეპარატისა და რკინის პრეპარატების მიღებებს შორის დაცული უნდა იყოს რამდენიმე საათიანი ინტერვალი.

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება 25oC-მდე ტემპერატურის პირობებში.
მწარმოებელი: PRZEDSIEBIORTSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK. S.A, პოლონეთი

გამოშვების ფორმა: კაფსულა #60

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook