მეგაშელკალი – MEGASHELCAL

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
10 კაფსულა +10 ტაბლეტი
კაფსულის შემადგენლობა:
თევზის ქონი -700 მგ
(EPA-10%, DHA-40%)
ტაბლეტის შემადგენლობა:
კალციუმი – 500 მგ
ვიტამინი DDD3 – 6.25 მკგ
მაგნიუმი – 40 მგ
მანგანუმი – 1.80 მგ
თუთია – 7.50 მგ
სპილენძი – 1 მგ
ბორი – 250 მკგ

ეიკოზაპენტაენის და დოკოზაჰექსაენის მჟავა არიან ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების ომეგა 3 მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. მრავალი კლინიკური კვლევის შედეგად ნაჩვენებია, რომ ისინი წარმოადგენენ ჯანსაღი კვების საფუძველს გულის ცხოველქმედების უზრუნველსაყოფად და ამცირებენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას, ახდენენ ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში. ომეგა3 მჟავები აფერხებენ თრომბის წარმოქმნას, უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას. ახდენენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს.

კალციუმი არის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ძვლების, კბილების და რბილი ქსოვილების მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, გააჩნია ანტიანთებითი და ანტიალერგიული მოქმედება, არეგულირებს კუნთოვანი სისტემის მუშაობას, უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გადაცემას.
მაგნიუმი – მონაწილეობს ნეიროპეპტიდების სინთეზში (ადრენალინი, ნორადრენალინი, ენდოეფინი) თრგუნავს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემას და მონაწიელობს არტერიული წნევის რეგულაციაში. არეგულირებს კალციუმისა და პარატჰორმონის სეკრეციას, მის გარეშე არ სინთეზირდება ინსულინი, ააქტივებს 300-ზე მეტ ენზიმურ რეაქციას.

თუთია -მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების სინთეზში, 200-ზე მეტი ფერმენტის აქტივაციაში, არეგულირებს სასქესო ჰორმონების მუშაობას, აუცილებელია მხედველობისთვის და იმუნინეტის მდგრადობისთვის.
ბორი – მონაწიელობს ნივთიერებათა ცვლაში, აუმჯობესებს ძვლის ტვინის სტრუქტუ- რას. მოქმედებს სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე, ხელს უშლის შარდ- კენჭოვანი დაავადების განვითარებას, აუცილებელია კლიმაქტერულ პერიოდში.
მანგანუმი – მონაწილეობს ოსტეოგენეზში, იმუნიტეტის რეაქციებში, სისხლწარმოქმნაში და ქსოვილოვან სუნთქვაში.
სპილენძი- მონაწილეობს ფერმენტების, კოლაგენის, ელასტინის და ცილის სინთეზში. უზრუნველყოფს ენდოკრინული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ხელს უწყობს წყლულის შეხორცებას.

ჩვენება:
– დედის და ნაყოფის ჯანრთელობისთვის (პრეეკლამფსია, ნაადრევი მშობიარობა, მცირე წონა დაბადებისას).
– ჰიპერტრიგლიცერედიმეია, დაკავშირებული წარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტანზიასთან და ათეროსკლეროზთან.
– ძვლების დაავადებები: ოსტეომიელიტი, მოტეხილობა, ოსტეოპოროზი, ოსტეოართროზი
– არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი
– ლიპიდური ცვლის დარღვევით განპირობებული მდგომარეობების პეოფილაქტიკა
– აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური სკლეროდერმია
– შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა
– ნერვული სისტემის დაავადებები: ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება,ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება, შფოთვა, დეპრესია, შაკიკი
– უნაყოფობა, პროსტატის ჰიპერპლაზია
– პრედმენსტრუალური სინდრომი, მენორაგია, საშვილოსნოს ფიბრომიომა, კლიმაქტერული სინდრომი, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია
– ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების პროფილაქტიკა
– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
– ბავშვის ნერვული სისტემის განვითარებისათვის
– თვალის დაავადებები, გლაუკომა

დოზირება:
1-3 წლამდე ომეგა 3 (EPA, DHA)-15 მგ/კგ, ტაბლეტი 250 მგ. დღეში
3-6 წლამდე 1 კაფსულა დღეგამოშვებით, ტაბლეტი 250-500 მგ. დღეში,
15 წლიდან 1-2 კაფსულა და 1 ტაბლეტი დღეში,
ორსულები და მეძუძურები დღეში 1-2 ტაბლეტი და 1-2 კაფსულა.
მომატებული ქოლესტერინის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 3 თვეს.
მიიღება სადილის დროს ან შემდეგ.

გაფრთხილება


 

Share this...Share on Facebook
Facebook