მედროლი – MEDROL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მეთილპრედნიზოლონი/METHYLPREDNISOLONE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
მეთილპრედნიზოლონი………….. 4 მგ
ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
მეთილპრედნიზოლონი………..    16 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და იმუნოდეპრესიული აქტივობა.
პრეპარატის მოქმედების შედეგად ანთების კერის მიდამოში მცირდება
იმუნოაქტიური უჯრედების რაოდენობა და ვაზოდილატაცია, ადგილი აქვს ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციას, ფაგოციტოზის დათრგუნვას, პროსტაგლანდინების პროდუქციის დაქვეითებას. 4 მგ მედროლის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება იდენტურია 20 მგ ჰიდროკორტიზონის მოქმედების. პრეპარატს გააჩნია მინიმალური მინერალოკორტიკოიდული აქტივობა (200 მგ მედროლი ექვივალენტურია 1 მგ დეზოქსიკორტიკოსტერონის).
მედროლი ხასიათდება კატაბოლური ეფექტით. იგი ამცირებს გლუკოზის უტილიზაციას პერიფერიული ქსოვილების მიერ, რაც იწვევს ჰიპერგლიკემიასა და გლუკოზურიას პირებში, რომელთაც გააჩნიათ მიდრეკილება შაქრიანი დიაბეტის განვითარებისადმი.
მედროლი ხელს უწყობს ლიპოლიზს, უმთავრესად, კიდურებში, აგრეთვე ხასიათდება ლიპოგენური მოქმედებით, რომელიც აშკარად არის გამოხატული თავის, კისრის და გულმკერდის მიდამოში, რაც იწვევს ცხიმების გადანაწილებას; პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს ოსტეოპოროზი.

ფარმაკოკინეტიკა:
მედროლი პერორალურად მიღების შემდეგ აბსორბირდება წვრილ ნაწლავში.
პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 40-90%. იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-4 სთ-ს.  მედროლი გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტის სახით.

ჩვენებები

ენდოკრინული დაავადებები, როგორიცაა თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის პირველადი და მეორადი უკმარისობა;
თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპოპლაზია;
ჰიპერკალციემია (სიმსივნური დაავადების გამო);
არაჩირქოვანი თირეოდიტი;
რევმატიული დაავადების გამწვავების დროს გამოიყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში: რევმატოიდული ართრიტი, რევმატიული კარდიტი, ოსტეოართროზი, მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი, ტენდოსინოვიტი, პოდაგრული მწვავე ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილიზირებელი სპონდილიტი;
კოლაგენური დაავადებების გამწვავების დროს, როგორიცაა: სისტემური წითელი მგლურა, სისტემური დერმატომიოზიტი. ან ამ დაავადებების შემანარჩუნებელი თერაპიისათვის;
კანის მძიმე ფორმის დაავადებები, როგორიცაა მაგალითად: მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატური დერმატიტი, ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი, მძიმე ფორმის სებორეული დერმატიტი და ფსორიაზი;
მძიმე ფორმის ალერგიული დაავადებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჩვეულებრივ მკურნალობას, მათ შორის: ბრონქული ასთმა, მძიმე ფორმის კონტაქტური დერმატიტი, შრატისმიერი დაავადება;
მძიმე ფორმის ალერგიული და ანთებითი დაავადებები თვალის დაზიანებით, მათ შორის ირიტები, ირიდოციკლიტები, ქორიორეტინიტები, დიფუზური უკანა უვეიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, კერატიტი, რქოვანას ალერგიული კუთხოვანი წყლულები;
წყლულოვანი კოლიტისა და რეგიონული ენტერიტის გამწვავების ფაზაში გამოიყენება როგორც კომბინირებული თერაპიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი;
სასუნთქი ორგანოების დაავადებები, მათ შორის: სიმპტომური სარკოიდოზი, ფილტვების დისიმინირებული ან კეროვანი ტუბერკულოზი (ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში), ლეფლერის სინდრომი, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობის სხვა ფორმას);
ჰემატოლოგიური დაავადებები: შეძენილი (აუტოიმუნური) ჰემოლიზური ანემია, მოზრდილებში, მეორადი თრომბოციტოპენია, ერითრობლასტოპენია (ერითროციტული ანემია), თანდაყოლილი (ერითროიდული) ჰიპოპლასტური ანემია, ლიმფომებისა და ლეიკოზის დროს პალიატური თერაპიის სახით;
მოზრდილებში ლეიკოზები და ლიმფომები;
ბავშვებში მწვავე ლეიკოზი;
რეგიონული ენტერიტი;
გაფანტული სკლეროზი გამწვავების ფაზაში;
ორგანოს ტრანსპლანტაციის შედეგად გამოწვეული შენელებული რეაქციის პროფილაქტიკა;
ნეფროზული სინდრომი;
ტვინის შეშუპება, რომელიც გამოწვეულია ტვინის სიმსივნით;
ტუბერკულოზური მენინგიტის დროს სუბარაქნოიდული ბლოკის საშიშროებით ანტიტუბერკულოზურ თერაპიასთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება:
მედროლის დოზა დგინდება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
მედროლის საწყისი დოზა დაავადების სიმძიმის მიხედვით დღეში შეადგენს 4-დან 48 მგ-მდე.
გაფანტული სკლეროზის დროს დოზა შეიძლება შეადგენდეს დღეში 200 მგ-ს; ტვინის შეშუპების
დროს _ ერთხელ დღეში 200 მგ-ს ან 1 გ-ს;
ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს _ დღეში 7 მგ/კგ-მდე სხეულის წონის მიხედვით.
პრეპარტის მიღებიდან რამდენიმე ხნის განმავლობაში თუკი არ აღინიშნება სასურველი ეფექტი, მაშინ საჭიროა შევწყვიტოთ თანდათან პრეპარატის მიღება. სასურველი ეფექტის მიღების შემდეგ მედროლის საწყის დოზას თანდათან ამცირებენ სასურველი ეფექტის შენარჩუნებით. ადექვატური დოზის მიღწევის შემთხვევაში ხდება მასზე მუდმივი კონტროლი.
პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით ახდენენ დოზის კორექციას. შემანარჩუნებელ დოზად ტოვებენ მინიმალურ დოზას, რომელიც საჭიროა სასურველი კლინიკური ეფექტის მისაღებად. დოზის ადექვატურობაზე აწესებენ შესაბამის კონტროლს. კლინიკური სტატუსის ცვლილებებისას (რემისია ან გამწვავება, ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატება პრეპარატებზე) და/ან სტრესული სიტუაციებისას, რომლებიც ახდენენ ზეგავლენას პაციენტზე აწარმოებენ დოზის კორექციას. ზოგჯერ იყენებენ ალტერნატიულ თერაპიას, როდესაც პაციენტი დილას ღებულობს დღეგამოშვებით დოზას, რომელიც შეესაბამება დღიურ გაორმაგებულ დოზას (ხანგრძლივი მკურნალობისას სასურველი ეფექტის მისაღწევად და გვერდითი ეფექტების მინიმიზაციისათვის).

გვერდითი მოვლენები

ენდოკრინული სისტემის მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, იცენკო-კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის ჰიპოფიზური დათრგუნვა, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, სტეროიდული დიაბეტი, ცილების კატაბოლიზმის შედეგად გამოწვეული უარყოფითი აზოტოვანი ბალანსი, ბავშვებში სიმაღლეში ზრდის შეფერხება.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: სტეროიდული მიოპათია, კუნთების სისუსტე, ოსტეოპოროზი, პათოლოგიური მოტეხილობები, ძვლების ასეპტიური ნეკროზი.
ცნს-ის მხრივ: თავის ქალას შიდა წნევის მომატება, ნათხემის ფსევდოსიმსივნე, ფსიქიური დარღვევები, კრუნჩხვები.
მხედველობის ორგანოების მხრივ: უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, თვალშიდა წნევის მომატება, ეგზოფტალმი, თვალის მეორადი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სოკოებითა და ვირუსებით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პანკრეატიტი, ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, მოსალოდნელი სისხლდენით და პერფორაციით.
პრეპარატის მოქმედებით გამოწვეული იმუნოდეპრესიული გვერდითი მოვლენები: იმუნიტეტის დაქვეითება, ლატენტური და ოპორტუნისტული ინფექციების გამწვავება, ჭრილობის რეგენერაციის უნარის გაუარესება.
წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: სითხისა და ნატრიუმის შეკავება, გულის უკმარისობა, კალიუმის ნაკლებობა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.
მეტაბოლური გვერდითი მოვლენების
მხრივ: ცილების კატაბოლიზმის შედეგად აღინიშნება უარყოფითი აზოტოვანი ბალანსი.

უკუჩვენებები
* სისტემური სოკოვანი დაავადებები;
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:
* მედროლით მკურნალობის დროს გართულებები მოსალოდნელია მისი მაღალი დოზით და ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობის შემთხვევაში, ამიტომ საჭიროა მოსალოდნელი სარგებელისა და რისკის გათვალისწინება თითოეული კონკრეტული შემთხვევის დროს.
* პრეპარატის მიღების დაწყება რეკომენდებულია დაბალი დოზით, ხოლო მისი შეწყვეტის აუცილებლობისას ეს პროცესი ხდება თანდათან.
* მედროლის გამოყენებისას მოსალოდნელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარება, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში აღინიშნება.
* ამ და ყველა სხვა სტრესული მდგომარეობისას, რომელიც წარმოიშობა ამ პერიოდში გამოიყენება ჰორმონული თერაპიის და მინერალოკორტიკოიდული პრეპარატების კომბინაცია.
* პრეპარატის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ვაქცინაციისა და იმუნიზაციის პროცედურის ჩატარება.
* ინაიდან ბავშვებში მედროლი იწვევს სიმაღლეში ზრდის დათრგუნვას, ამიტომ იგი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
* ციროზით დაავადებულ პაციენტებში მედროლის ეფექტი ვლინდება ძლიერად.
* თვალის ჰერპესული დაზიანების დრო მედროლი გამოიყენება სიფრთხილით, რათა არ განვითარდეს რქოვანას პერფორაცია.
* მედროლი სიფრთხილით გამოიყენება:
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დივერტიკულიტის, ნაწლავური ანასტომოზების არსებობისას, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის აქტიური, ან ლატენტური წყლულოვანი დაავადების, ჩირქოვანი ინფექციების ან აბსცესების დროს, თირკმელების უკმარისობისას, არტერიული ჰიპერტენზიის, ოსტეოპოროზის მიასთენიის დროს. არასტაბილური, ან ფსიქოზური ტენდენციების მქონე პაციენტებში მედროლი აძლიერებს მათ ამ თვისებას.
* წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ გვერდითი მოვლენების შესამცირებლად ინიშნება დიეტა, შეზღუდული ნატრიუმით და მომატებული კალიუმის შემადგენლობით.
* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
* ბავშვებში, რომლებმაც მუცლად ყოფნის პერიოდში მიიღეს მედროლის მნიშვნელოვანი დოზა, საჭიროა ექიმის მიერ საგულდაგულო შემოწმების ჩატარება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის ნიშნების გამოსავლენად.

ჭარბი დოზირება:
მედროლის ერთდროული გამოყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთად, ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს ჰიპოპროთრომბინემიით შეპყრობილ პაციენტებში.
არ არსებობს მონაცემები მწვავე ინტოქსიკაციის შესახებ. პრეპარატი გამოიყოფა დიალიზის შედეგად.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: PFAIZER, ბელგია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook