მეკლოზინი – MEKLOZINE

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მეკლოზინი წარმოადგენს H1 -ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს. ღებინების საწინააღმდეგო საშუალებას. იგი გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ხასიათდება სედატიური მოქმედებით. პრეპარატს გააჩნია აგრეთვე მ-ქოლინომაბლოკირებელი აქტივობა.

მეკლოზინის ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი კარგად არის გამოხატული მგზავრობით გამოწვეული დაავადებების დროს. პრეპარატის მოქმედება გრძელდება 2 სთ-მდე.

ჩვენებები
მგზავრობით გამოწვეული დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ზღვის და მთის დაავადებები).
მენიერის დაავადების და სხვა ვესტიბულური და ლაბირინთული დარღვევებით გამოწვეული თავბრუსხვევა;
ქავილით მიმდინარე კანის დაავადებები.
დოზირების რეჟიმი
ინდივიდუალურია. პრეპარატის დღეღამური დოზა მისი პერორალურად მიღებისას შეადგენს 25-100 მგ-ს, მიღების ინტენსივობა დამოკიდებულია ჩვენებებზე.
გვერდითი მოვლენები
გადაღლილობა, ძილიანობა, პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევა, ღებინება.

უკუჩვენებები
* მეკლოზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება გლაუკომით, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით (მ-ქოლინომაბლოკირებელი თვისებების გამო) შეპყრობილ პაციენტებში.
♦ სედატიური ეფექტის და ზოგჯერ პრეპარატით გამოწვეული ძილიანობის გამო მეკლოზინი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა დანადგარებთან მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
♦ ორსულობის დროს, გულისრევისა და ღებინების კუპირების მიზნით, პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს. თუმცა კლინიკურ პირობებში მეკლოზინის ტერატოგენული მოქმედების ნიშნები გამოვლენილი არ არის.
♦ მეკლოზინი ბავშვებში, სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატების მსგავსად იწვევს აგზნებას.
♦ მეკლოზინის კომბინაციით ცნს-ის დამთრგუნველ სხვა პრეპარატებთან ერთად, ალკოჰოლის ჩათვლით, პრეპარატის მადეპრიმირებელი ცენტრალური ეფექტი ძლიერდება.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook