მელისალი ® ფორტე – MELISAL® FORTE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

სიროფის 100 გრ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
თხიერი კომპლექსის ექსტრაქტი (1:1): მელისას ფოთლები (Melissae folio), კუნელის ყვავილი (Crataegi inflorescentia) და ანგელოზას ფესვები (Archangelicae radice) – 10.0 გ
სიროფი შეიცავს 0.4%- მდე ეთანოლს.

რა არის მელისალი ფორტე
მელისალ ფორტეს სიროფი სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს: მელისას ფოთლებს, კუნელის ყვავილს და ანგელოზას ფესვებს. მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დაფუძნებულია ხანგრძლივ გამოყენებასა და გამოცდილებაზე.

ჩვენებები
მელისალ ფორტე გამოიყენება ნერვული დაძაბულობის დროს.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებანი:
სიროფის 1 სუფრის კოვზი შეიცავს დაახლოებით 12.0 გ საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გამოყენების დროს. პაციენტებმა, ზოგიერთი შაქრის აუტანლობის დიაგნოზით, წამლის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
პრეპარატი ასევე შეიცავს ალკოჰოლის მცირე რაოდენობას (ეთანოლს), 100 მგ – ზე ნაკლები დოზაში.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სტრეპტოფურანოზა კანს მგრძნობიარეს ხდის სინათლის მიმართ. წამლის მიღებისას აუცილებელია მოვერიდოთ ულტრაიისფერ დასხივებას.

გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების კარგად კონტროლირებული კლინიკური კვლევების სიმცირის გამო, სიროფის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოზრდილებში და 6 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებში. პატარა ბავშვებში წამალი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება:
ორსულებსა და მეძუძურ დედებში კონტროლირებული კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:
სიროფის ერთჯერადი დოზა (1 სუფრის კოვზი, რაც დაახლოებით არის 19.5 გ) შეიცავს არა უმეტეს 78 გ ეთანოლს. დღემდე, არ არის დადასტურებული, რომ რეკომენდებული დოზირებით მიღებულმა წამალმა შეიძლება დაარღვიოს ფსიქოფიზიკური   შესაძლებლობები, ავტომობილის მართვისა და მექანიკურ მექანიზმებთან მუშაობის უნარი.
დამახასიათებელი სედაციური ეფექტის გამო, წამლის მიღების შემდეგ არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

სხვა წამლების მიღება:
აუცილებელია ექიმს ვაცნობოთ ყველა წამლის შესახებ, რომლებსაც ღებულობდით, ურეცეპტოდ გაცემული წამლების ჩათვლით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დღემდე, მელისალ ფორტეს ურთიერთქმედება სხვა წამლებთან არ აღინიშნებოდა.

გამოყენების მეთოდები და დოზირება:
სიროფი მიიღება პერორალურად.
6 – დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები – 1 სუფრის კოვზი (15 მლ) დღეში ორჯერ.
მოზრდილები და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები – 2-3- ჯერ დღეში 1 სუფრის კოვზი (15 მლ).
6 წლამდე ასაკის ბავშვებში სიროფის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
თუ ფიქრობთ, რომ მელისალ ფორტეს მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება:
დღემდე, სიროფ მელისალ ფორტეს გამოყენების დროს, ჭარბი დოზირების სიმპტომები არ აღინიშნებოდა.

დოზის გამოტოვება:
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

გვერდითი მოვლენები
არ აღინიშნება. აცნობეთ ექიმს გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდემელ ადგილას
შეფუთვის ფორმა: 125 გ სიროფი.

შენახვის ვადა: 3 წელი
გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი: Wrocławskie Zakłady Zielarskie “Herbapol” SA

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook