სტერეპტოკოკი

სტერეპტოკოკი (ლათ. Streptococcus) – სფერული ფორმის ან ბურთისმაგვარი ასპოროგენული (არ წარმოქმნის სპორას) ბაქტერიების გვარი. გრამდადებითი, ქეომოორგანოტროფული, ფაკულტატურ-ანაერობული ბაქტერიები. ოჯახი Streptococcaceae. ადამიანის და ცხოველის პარაზიტი. ბინადრობს სასუნთქ და საჭმლის მომნელებელ გზებში, განსაკუთრებით პირის ღრუში, ცხვირში და მსხვილ ნაწლავში.
სამედიცინო მნიშვნელობის სტრეპტოკოკებია:
Streptococcus pyogenes (ძველი სახელწოდება Streptococcus haemolyticus) ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი ჯგუფი А. მრავალი შტამი წარმოქმნის კაფსულებს. კაფსულური შტამები იზრდება ლორწოვანი კოლონიების სახით. შტამების უმრავლესობა პროდუცირებს ტოქსინ-სტრეპტოლიზინს, სტრეპტოკინაზას, სტრეპტოდორნაზას,  ზოგიერთი შტამი – ერითროგენურ ტოქსინს. ბინადრობს ადამიანის ხახაში და შეუძლია სხვადასხვა დაავადებების გამოწვევა.
Streptococcus pneumoniae – აერთიანებენ პნევმოკოკური ინფექციების გამომწვევთა ჯგუფში. ადამიანის სასუნთქი გზების პარაზიტი. იწვევს მწვავე ბრონქიტს და პნევმონიას.
3—4) Streptococcus faecalis, Streptococcus faecies. D ჯგუფის სტრეპტოკოკები, ჩვეულებრივ აერთიანებენ ენტეროკოკების ჯგუფში, იწვევს სეპტიკურ პროცესებს.
5—8) Streptococcus sanguis, Streptococcus salivarius, Streptococcus mitis, Streptococcus mutans – სხვადასხვა სეროჯგუფების ჰემოლიზური და არაჰემოლიზური სტრეპტოკოკები, გამოიმუშავებენ პოლისაქარიდებს და მონაწილეობას იღებენ კბილის ნადების წარმოქმნაში, ივარაუდება მათი როლი კარიესის განვითარებაში.
9) Streptococcus lactis (მიეკუთვნება  Lactococcus-ის გვარს) – რძემჟავა სტრეპტოკოკი.
პათოგენურმა სტრეპტოკოკებმა შეიძლება გამოიწვიონ შემდეგი დაავადებები: სახის კანის დაავადება, წითურა, გრომელურონეფრიტი, მწვავე რევმატული ცხელება, მწვავე ტონზილიტი (ანგინა), ფარინგიტი, სტრეპტოდერმია, პაროდონტიტი, აბსცესი, ბრონქიტი, პნევმონია, ენდოკარდიტი, ლიმფადენიტი, მენინგიტი, ანგულარული სტომატიტი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
  • Share this...Share on Facebook
    Facebook