ფირმიკუტი

ფირმიკუტი (ლათ. Firmicutes) – ბაქტერიების ტიპი, რომლის წარმომადგენლები ხასიათდება გ-ც წყვილის დაბალი შემცველობით (50%-ზე ნაკლები) და გრამდადებითი ბაქტერიებისათვის დამახასიათებელი, უჯრედის კედლის აღნაგობით. ამ ტიპში შედის ადამიანის და ცხოველის დაავადებთა გამომწვევები: Bacillus anthracis, Bacillus cereus, Bacillus thuringiensis, Streptococcus pyogenes,  Staphylococcus aureus, Clostridium tetani, Clostridium botulinum, Clostridium perfringens, ასევე ადამიანის ნორმალური მიკროფლორის წარმომადგენლები – გვარი Lactobacillus და სამრეწველო მნიშვნელობის მიკროორგანიზმები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.