მიდეკამიცინი – MIDECAMYCIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს მაკროლიდურ ანტიბიოტიკს. იგი განკუთვნილია მის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. პრეპარატი მოქმედებს ე.წ. უჯრედშიგა გამომწვევებზე, როგორიცაა: მიკოპლაზმები, ლეგიონელები, ქლამიდიები და ურეაპლაზმა ურეალიტიკუმი.
პრეპარატი ხასიათდება ბაქტერიოციდული მოქმედებით.
!
მისი გამოყენება გაცივებისა და სხვა ვირუსული დაავადების დროს დაუშვებელია.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება სასუნთქი გზების, შარდსასქესო ორგანოების, კანისა და რბილი  ქსოვილების ინფექციების სამკურნალოდ. იგი აგრეთვე გამოიყენება დიფტერიისა და ყივანახველას პროფილაქტიკისათვის, Campylobacter-ის რიგის ბაქტერიებით გამოწვეული ენტერიტის სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც პენიცილინის მიმართ გააჩნიათ მომატებული მგრძნობელობა.

დოზირების რეჟიმი
დოზირება დგინდება ექიმის მიერ. პრეპარატი მიიღება დღეში 3-ჯერ დოზით 400 მგ (1 ტაბლეტი). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1600 მგ-ს. ტაბლეტები მიიღება ჭამის წინ.

ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-60 მგ/კგ წონაზე და იყოფა 2-3 მიღებაზე.
– პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა 5 კგ-მდე (დაახლოებით 2 თვემდე ასაკის წონის ბავშვებში შეადგენს დღეში ორჯერ 3.76 მლ-ის ოდენობით;
– 10 კგ-მდე (1-2 წლის ასაკის) ბავშვებში პრეპარატი მიიღება დღეში ორჯერ 7.5 მლ-ის ოდენობით;
– 15 კგ-მდე (დაახლოებით 4 წლის ასაკის) წონის ბავშვებში კი დღეში ორჯერ 10 მლ-ის ოდენობით;
– 20 კგ-მდე (დაახლოებით 6 წლამდე ასაკის) ბავშვებში სუსპენზია მიიღება დღეში ორჯერ 15 მლ-ის ოდენობით;
– ხოლო 30 კგ-მდე (დაახლოებით 10 წლამდე) ბავშვებში პრეპარატი მიიღება დღეში ორჯერ 22.5 მლ-ის ან თითო ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (400 მგ).

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ, რომლის თვითნებურად შეწყვეტა დაუშვებელია.

სუსპენზიის მომზადების წესი:
ფლაკონის შიგთავსს უნდა დავუმატოთ 100 მლ გამოხდილი წყალი. თითოეული მიღების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ. ასეთი წესით მომზადებული სუსპენზია ვარგისია 7 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება გვერდითი მოვლენები: იშვიათად გემოს დაკარგვა, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი, აგრეთვე ალერგიული რეაქციები კანზე.

უკუჩვენებები
* პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევის მქონე პაციენტებში;
* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მრძნობელობისას.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციით.
ვინაიდან პრეპარატი აღწევს დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის დაზიანების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებლად უნდა ვაცნობოთ მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზით პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში საჭირო ექიმის ინფორმირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი იყენებს ციკლოსპორინს, კარბამაზეპინს, ალკალოიდების შემცველ პრეპარატებს, ვარფარინს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს, ვინაიდან პრეპარატი აძლიერებს მათ მოქმედებას.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook