ქროოკოკისებრნი

ქროოკოკისებრნი  (ლათ. Chroococcales)
– ციანობაქტერიების რიგი (ლურჯ-მწვნე წყალმცენარეები) მეტად გავრცელებული გვარებია:
მიკროცისტისი (Microcystis) – გვარი მიეკუთვნება Microcystiaceae-ს ოჯახს. სახეობების უმრავლესობა ორგანული ნაერთების პროდუცენტებია, ცალკეული სახეობები შეიცავენ ტოქსიკურ ნივთიერებებს.
აფანოტეცე (Aphanothece) ასევე ეკუთვნის Microcystiaceae-ს ოჯახს. ყველაზე ხშირად გვხვდება Aphanothece stagnina – ტბორის აფანოტეცე.
გლეოკაფსა (Gloeocapsa) წარმოქმნის ლორწოვან კოლონიებს. ბინადრობს ნიადგში, კლდეებზე, ქვებზე, წყალში. ყველაზე ხშირად გვხვდება: Gloeocapsa limnetica – ტბის გლეოკაფსა, Gloeocapsa minor – პატარა გლეოკაფსა, Gloeocapsa turgida – მსუქანა გლეოკაფსა, Gloeocapsa magma – შლამის გლეოკაფსა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.