მიკონაზოლი – MICONAZOLE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები 

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ხასიათდება ფუნგიციდური მოქმედებით დერმატოფიტებზე (Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis), საფუარის და საფუარის მსგავს სოკოებზე (Candida albicans და სხვა), ასევე სხვა პათოგენურ სოკოებზე (Malassezia furfur,Aspergillus niger, Penicillium crus-taceum და სხვა).

მიკონაზოლის ნიტრატი აინჰიბირებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზს და ცვლის მემბრანის ლიპიდურ შემადგენლობას, რაც იწვევს სოკოს უჯრედის კვდომას. მიკონაზოლის კრემს ახასიათებს აგრეთვე უფრო მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებითი ბაქტერიების (სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების და სხვა), და ნაკლებად გამოხატული გრამუარყოფითი ბაქტერიების (ნაწლავის ჩხირის, ლურჯ-მწვანე ჩხირის, პროტეუსის და სხვა) მიმართ.
პრეპარატს გააჩნია ზომიერად გამოხატული ჰიპეროსმოსური აქტივობა, რის გამოც ხასიათდება ანტიექსუდაციური მოქმედებით.

ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენების დროს მიკონაზოლის ნიტრატი სისხლში პრაქტიკულად არ შეიწოვება.

ჩვენებები
მიკონაზოლი გამოიყენება მიკონაზოლის ნიტრატის მიმართ მგრძნობიარე კანის და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების დროს, აგრეთვე ბაქტერიული სუპერიინფექციით გამოწვეული დერმატომიკოზების დროს.

დოზირების რეჟიმი
დოზირება ინდივიდუალურია. იგი დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და მიმდინარეობის სიმძიმეზე.
კანის სოკოვანი დაავადების დროს პრეპარატის თხელ ფენას ისვამენ დაზიანებულ ზედაპირზე, აგრეთვე მის მიმდებარე ადგილებში და სწრაფად შეიზელენ 2-ჯერ დღეღამეში (დილით და საღამოს).
პრეპარატის გამოყენებამდე ნაკეცებს შორის ადგილებში, რომლებიც ადვილად სველდება (ნაკეცები თითებს შორის, ბარძაყსა და ბოქვენს შორის) აუცილებელია მარლის საფენით გამშრალება.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2-დან 6 კვირას, რაც დამოკიდებულია სოკოვანი დაავადების სახეობაზე, დაავადების ეფექტურ მკურნალობასა და მიკოლოგიური კვლევების შედეგებზე; მკურნალობა გრძელდება 7-10 დღის განმავლობაში დაავადების ყველა კლინიკური სიმპტომების გაქრობამდე.
ონიქომიკოზის (ფრჩხილების სოკოვანი დაზიანება) მკურნალობის დროს პრეპარატის თხელ ფენას ისვამენ დაზიანებული ფრჩხილის ზედაპირზე 1-2-ჯერ დღეში, შემდეგ ადებენ ოკლუზიურ საფენს, მკურნალობა გრძელდება ახალი ფრჩხილის წარმოქმნამდე, პათოლოგიური პროცესის კუპირებამდე და აგრეთვე სოკოების სულ ელიმინაციამდე.

გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები კანზე (წვის ან ქავილის შეგრძნება, კანის სიმშრალე ან ჰიპერემია), აგრეთვე კანის ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მიკონაზოლის ნიტრატის ან პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
რადგან მიკონაზოლის ნიტრატის ადგილობრივი გამოყენებისას არ ხდება სისტემური რეზორბცია, დასაშვებია მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
საჭიროა სიფრთხილე, რათა კრემი არ მოხვდეს თვალის ლორწოვანი გარსზე.

ჭარბი დოზირება
გამოვლენილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რეკომენდებული არ არის პრეპარატთან ერთად სხვა მალამოების და კრემების გამოყენება.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook