შიგელა

შიგელა (ლათ. Shigella) – გრამუარყოფითი ჩხირისებრი ბაქტერიები. არ წარმოქნიან სპორებს. წარმოშობის მიხედვით ახლოს დგანან ნაწლავის ჩხირთან და სალმონელებთან. სამედიცინო მნიშვნელობა გააჩნია:
სეროჯგუფი A: S. დიზენტერია (15 სეროტიპი პირველი. სეროტიპი პროდუცირებს შიგელა-ტოქსინს);
სეროჯგუფი  B: S. flexneri (8 სეროტიპი 9 ქვეტიპი);
სეროჯგუფი C: S. boydii (19 სეროტიპი);
სეროჯგუფი  D: S. sonnei (1 სეროტიპი).
შიგელები ჩვეულებრივ საკვებით (ფეკალურ-ორალური დაბინძურება) ვრცელდება. იწვევს დიზენტერიას, შედეგად ნადგურდება სიგმოიდური და სწორი ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები. სიმპტომები მოიცავს დიარეას, ცხელებას, გულისრევას, ღებინებას. განავალში შესაძლებელია სისხლი, ლორწო და ჩირქი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.