ენტეროკოკი

ენტეროკოკი (ლათ.
Enterococcus)  – Enterococcaceae-ის ოჯახის ბაქტერიების გვარი. გრამდადებითი კოკები, წარმოდგენილია წყვილებად (დიპლოკოკები) ან მოკლე ჯაჭვებად. ადამიანის ნაწლავებში ძირითადი სიმბიოზური  სახეობებია: Enterococcus faecalis (90—95 %) და  Enterococcus faecium (5—10 %). ზოგჯერ სხვა სახეობებთან  წარმოქმნიან კლასტერებს, მათ შორის Enterococcus casseliflavus, Enterococcus raffinosus და იწვევენ ისეთ ინფექციებს როგორიც არის: შარდგამომყოფი გზების ანთება, ბაქტერიემია, ბაქტერიული ენდოკარდიტი, დივერკულიტი და მენინგიტი. ბოლო წლებში გამოჩნდა, განსაკუთრებით რეზისტენტული შტამები ვანკომიცინის მიმართ, რომელმაც საავადმყოფოს შიდა ინფექციები გამოიწვია (vancomycin-resistant enterococcus, or VRE). ენტეროკოკური მენინგიტი არის ნეიროქირურგიული ოპერაციების იშვიათი გართულება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.