Acetobacteraceae

Acetobacteraceae (ლათ.) (ძმარმჟავა ბაქტერიები) – პროტეობაქტერიების ტიპის წარმომადგენელი. ენერგიას იღებენ ეთანოლის ძმარმჟავამდე დაჟანგვის პროცესში. ამიტომ ისინი ხშირად ვითარდებიან საფუვრების კვალდაკვალ, რომლებიც ზრდისათვის სუბსტრატად, სპირტულ დუღილს იყენებენ. გრამუარყოფითი აერობული ჩხირისებრი ბაქტერიებია. სუსტად მოძრაობენ პერიტრიქიალური ან პოლარულად განლაგებული შოლტების საშუალებით ან უმოძრაონი არიან. საკმაოდ მომთხოვნები არიან ზრდის სუბსტრატების მიმართ. ბუნებაში აცეტობაქტერიები, თითქმის ყველგან გვხვდება. განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც ნახშირწყლების დუღილით მიიღება ეთანოლი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.