მორაციზინი

მორაციზინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მორაციზინი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


ფარმაკოლოგიური თვისებები
მორაციზინი წარმოადგენს IC ჯგუფის ანტიარითმულ საშუალებას. მას გააჩნია გამოხატული და ხანგრძლივი ანტიარითმული მოქმედება. ნატრიუმის არხების ბლოკირების შედეგად იგი ხელს უწყობს ნატრიუმის სწრაფი შემავალი დენის შემცირებას და ამავე დროს ნაკლებად იწვევს კალციუმის ნელი შემავალი დენის ინჰიბირებას. მორაციზინი აფერხებს აგზნების გატარებას მიოკარდში, არ ცვლის გულისცემის სიხშირეს და არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე.
მიოკარდის კუმშვადობა იცვლება დოზის შესაბამისად. პრეპარატს გააჩნია ზომიერი ანტიიშემიური მოქმედება. არითმოგენული ეფექტი თერაპიული დოზების გამოყენებისას იშვიათად ვითარდება.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური გამოყენებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში “პირველადი გავლის” დროს, პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები განიცდიან მნიშვნელოვან მერყეობას, რაც მოითხოვს ინდივიდალურ შესწავლას ცალკეულ ავადმყოფებში, სისხლში პრეპარატის ოპტიმალური კონცენტრაციის განსაზღვრისათვის. ამავე დროს, მისი ზოგიერთ მეტაბოლიზმს გააჩნია ანტიარითმული აქტივობა. იგი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.

ჩვენებები
ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლია;
ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (არაპაროქსიზმული და პაროქსიზმული);
მოციმციმე არითმიის პაროქსიზმები;
მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდეგ, რომელიც გართულებულია გულის რითმის დარღვევით.

დოზირების რეჟიმი
– მორაციზინი ინიშნება საწყისი დოზით 50 მგ 3-ჯერ დღეში. მისი გამოყენება საკვების მიღებასთან არ არის დაკავშირებული.
– არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დოზა იზრდება (ეკგ კონტროლის ქვეშ) 50 მგ-მდე 4-ჯერ დღეში (200 მგ დღეში) ან 100 მგ 3-ჯერ დღეში (300 მგ).
– სტაბილური ანტიარითმული ეფექტის შემთხვევაში ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია ინდივიდუალურად შერჩეული მინიმალური ეფექტური დოზებით. ანტიარითმული ეფექტი ვითარდება მისი პერორალური მიღებიდან მეორე-მესამე დღეს.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არითმიის ფორმაზე პრეპარატის ეფექტურობაზე და მის მიმართ ტოლერანტობაზე.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: AV ბლოკადა, პარკუჭთაშიდა გამტარებლობის დარღვევა, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა, მიოკარდიუმის კუმშვადობის შემცირება, კორონარული სისხლმიმოქცევის შემცირება, იშვიათად ვითარდება არითმოგენული მოქმედება.
ცნს-ის და თვალის მხრივ: თავბრუსხვევა, თვალის აკომოდაციის დარღვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა,
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება.

უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;
* გულის გამტარებლობის დარღვევა: სინოატრიული ბლოკადა II ხარისხის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (AV) II და III ხარისხის, პარკუჭთაშიდა გამტარებლობის ბლოკადა;
* არტერიული ჰიპოტენზია;
* გულის უკმარისობის მძიმე ფორმა;
* ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის დანიშვნისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გასათვალისწინებელია მოსალოდნელი სარგებლიანობა დედისათვის და პოტენციური რისკი ნაყოფისათვის, რის გამოც მისი მიღება ამ პერიოდში ხორციელდება მხოლოდ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

განსაკუთრებული მითითებები
♦ მორაციზინი სიფრთხილით ინიშნება სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის დროს;
♦  I ხარისხის AV ბლოკადის;
♦  ჰისის კონის არასრული ბლოკადის დროს;
♦  დახურულკუთხოვანი გლაუკომის;
♦  წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს;
♦  მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება მონიტორინგის ქვეშ;
♦  მისი გამოყენება სასურველია მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან 3 თვის შემდეგ.

გამოყენების თავისებურებები:
– ავადმყოფებში სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომით პრეპარატის პირველადი დანიშვნისას 2-3 დღის შემდეგ აუცილებელია ეკგ კონტროლი (კომპლექსი QRS).
– ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია არითმიის მკურნალობის დაწყება პრეპარატით (600-1200 მგ/დღეში). ვინაიდან იგი უფრო იშვიათად იძლევა გვერდით მოვლენებს. პრეპარატის მიმართ არითმიის რეფრაქტერობის შემთხვევაში ინიშნება უფრო აქტიური ეტაციზინი.
– პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ავადმყოფებში პარკუჭოვანი არითმიით კომბინაციაში ჰისის კონის-პურკინის სისტემის ბლოკადასთან. როგორც სხვა ანტიარითმულ პრეპარატებს, მას ახასიათებს არითმოგენული მოქმედება.
მორაციზინის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნას:
– წინააღმდეგჩვენება პრეპარატის გამოყენების მიმართ;
– წინასწარ გამოვლენილი უნდა იქნას ჰიპოკალიემია და მიღებული იქნას ზომები მისი კორეგირებისათვის;
– დაუშვებელია მორაციზინის კომბინაცია IA ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატებთან;
– პრეპარატით მკურნალობის დაწყება საჭიროა სტაციონარში (განსაკუთრებით პირველი 3-5 დღის განმავლობაში, ეკგ მონიტორინგის ქვეშ);
– ექტოპური პარკუჭოვანი კომპლექსის გახშირების ბლოკადის ან ბრადიკარდიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება. მკურნალობა წყდება აგრეთვე პარკუჭოვანი კომპლექსის გაგანიერების შემთხვევაში >25%-ით, მისი ამპლიტუდის შემცირებისას, კბილის გახანგრძლივებისას 0.12 წამზე უფრო მეტად.
– არითმოგენული ეფექტის განვითარების რისკს წარმოადგენს გულის ორგანული დაზიანება (განსაკუთრებით მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი), სისტოლური მოცულობის შემცირება, სტაბილური პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პრეპარატის მაქსიმალური დოზა.
– პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ღვიძლის დაავადებით, ვინაიდან იგი ტოქსიკურია ჰეპატოციტებისათვის.
– იმ პირთათვის, რომლებიშიც ადგილი აქვს პრეპარატის დანიშვნისას გვერდით ეფექტებს ცნს-ის მხრივ (მაგალითად, თავბრუსხვევა, აკომოდაციის დარღვევა, დიპლოპია და სხვა), დაუშვებელია ავტომობილის მართვა და მუშაობა ზუსტ მექანიზმებთან.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ძლიერი დამთრგუნველი მოქმედება გულის გამტარ სისტემაზე, არითმოგენული ეფექტის განვითარების რისკის მომატება.
მკურნალობა: სიმპტომატურია, მძიმე შემთხვევაში ტარდება შემანარჩუნებელი მკურნალობა ვიტალური ორგანოების ფუნქციის მონიტორინგით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
* IC ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატების (ეთმოზინი, მორაციზინი, ენკაინიდი, ფლეკაინიდი, დორკაიმიდი, პროპაფენონი) ერთდროული გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.
* IC ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატების გამოყენება კომბინაციაში IA ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატებით ასევე დაუშვებელია.
– ეტაციზინი არ ინიშნება ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორებთან.
– ბეტა-ადრენობლოკატორების კომბინაცია IC ჯგუფის ანტიარითმულ პრეპარატებთან აძლიერებს ანტიარითმულ ეფექტს, განსაკუთრებით იმ არითმიების დროს, რომლებიც გამოწვეულია ფიზიკური დატვირთვით ან სტრესით. ასეთი კომბინაცია იძლევა საშუალებას დაინიშნოს ანტიარითმული პრეპარატები მცირე დოზებით. აღნიშნული კომბინაცია ნაჩვენებია პაროქსიზმული ტაქიკარდიის (მათ შორის პარკუჭოვანი), მკურნალობის და პროფილაქტიკისათვის.
– კლინიკური გამოცდილებით დადგენილია, რომ შესაძლებელია მორაციზინის კომბინაცია ამიოდარონთან (III ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატი). ასეთ შემთხვევაში ორივე პრეპარატის დოზა მცირდება.
– პარკუჭების ციმციმის ან პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის პროფილაქტიკისათვის შესაძლებელია მორაციზინის კომბინაცია მექსილეტინთან და ანაპრილინთან.
– მორაციზინის და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ორივე პრეპარატის ანტიარითმული მოქმედება და უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვადობა. მათი კომბინაციის დროს შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, უმადობა, რაც დაკავშირებულია დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებასთან სისხლში. ამ დროს საჭიროა დიგოქსინის დოზის შემცირება.
– მორაციზინის და გლუტამინის მჟავას ერთდროული დანიშვნა იწვევს მორაციზინის კარდიოდეპრესიული მოქმედების ნიველირებას ავადმყოფებში – სისხლმიმოქცევის საწყისი დარღვევით.
მორაციზინით მკურნალობისას დაუშვებელი ალკოჰოლის გამოყენება.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook