მულტი – ტაბს ჩვილებისათვის

მულტი – ტაბს ჩვილებისათვის. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მულტი – ტაბს ჩვილებისათვის  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ვიტამინების კომპლექსი.

შემადგენლობა
1 მლ
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი) ……….      300 მკგ-1000 სე
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი)………..        10 მკგ-400 სე
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) …………………. 35 მგ
არააქტიური ინგრედიენტები:
საქაროზა, მაკროგოლგლიცეროლის ჰიდროსტეარატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ჰიდროჟანგი, ლიმონის მჟავა, ალფა ტოკოფეროლი, ეთანოლი 96%, კონცენტრირებული ქლორწყალბადის მჟავა, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ჩვილი ბავშვებისათვის აუცილებელი ვიტამინების კომპლექსს. მისი მოქმედება განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების თვისებებით.
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი): ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი): აუცილებელია მოზარდ ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.
იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა): მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელს ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.
აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისა და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.
ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას. გარდა ამისა იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.

ჩვენებები:
ვიტამინების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
ინფექციური დაავადებების კომპლექსური პროფილაქტიკა (ყივანახველა, წითელა, დიფტერია, ბრონქიტები);
მოძრაობის აპარატისა და ორგანოების სისტემების სწორი ფორმირებისა და განვითარებისათვის, ასევე სიმაღლეში ზრდისათვის.

მიღების წესი და დოზირება:
ჩვილებსა და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში 0.5-1 მლ-მდე დღეში ერთხელ, საჭმელთან ერთად ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ ალერგიულ რეაქციებს: ქავილი, ურტიკარია.

უკუჩვენებები:
* მულტი-ტაბს ჩვილებისათვის მიღების დროს არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება, რათა არ ჰქონდეს ადგილი დოზის გადაჭარბებას.

ჭარბი დოზირება: არ შეიძლება რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმტეს 150C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ იგი ინახება მაცივარში 2-80C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.

გამოშვების ფორმა: პერორალურად მისაღები წვეთები, საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook