Aquificales

Aquificales(ლათ.) – ექსტრემალურ პირობებში მცხოვრები, თერმოფილური ბაქტერიების რიგი. შეუძლიათ გამრავლება 95°C-მდე ტემპერატურის პირობებში. მოიცავს სამ ოჯახს და გვარს. არიან ქემოორგანოტროფები, აერობები და ანაერობები. შეუძლიათ ნახშირბადის დიოქსიდის ფიქსაცია, ტრიკარბონმჟავური ციკლის აღდგენით. ენერგიის წყაროდ შეუძლიათ წყალბადის და გოგირდის ნაერთების გამოყენება. ზოგიერთ წარმომადგენელს ძალუძს, ჰუმინური მჟავებიდან მეტალების აღდგენა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
  • Share this...Share on Facebook
    Facebook