ნატალსიდი

ნატალსიდი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ნატალსიდი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნატრიუმის ალგინატი Sodium alginate

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბუასილის სამკურნალო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
ნატრიუმის ალგინატი – 250მგ, ფუძე – ვიტეფსოლი
აღწერილობა: სუპოზიტორიები ღია მონაცრისფრო – მოთეთრო  ფერის.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემოსტატიკური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის

ფარმაკოლოგიური თვისებები: ნატრიუმის ალგინატი, ბუნებრივი პოლისაქარიდი, მიიღება ყავისფერი წყალმცენარეებისაგან. აქვს  გამოხატული ჰემოსტატიკური, ანთებისსაწინააღმდეგო და რეპარაციული  მოქმედებით.

გამოყენების ჩვენებები
ქრონიკული ანალური ნახეთქები ეპითელიზაციის სტადიაში, ქრონიკული სისხლმდენი ჰემოროი, პროქტოსიგმოიდიტი და სწორი ნაწლავის ანთებითი გამოვლინებები პოსტოპერაციულ პერიოდში.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ბავშვთა ასაკი 14 წლამდე

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატი ნატალსიდი  არ არის უკუნაჩვენები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზირება
სუპოზიტორიები შეჰყავთ რექტალურად. თითო სუპოზიტორია 2 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 7-10 დღე.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები

გამოშვების ფორმა:
ნატალსიდი სუპოზიტორია რექტალური 250 მგ. #5 ერთ ბლისტერზე, მუყაოს კოლოფში 2 ბლისტერი,

გამოშვების ფორმა: 250მგ რექტალური სუპოზიტორია #10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: შტადა, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook