Arthrospira

Arthrospira (ლათ.) – ციანობაქტერიების გვარი (ლურჯ-მწვანე წყალმცენარე). კლასი Cyanophyceae. ადამიანი და ცხოველების გარკვეული სახეობები საკვებად იყენებს ძირითადად ორ სახეობას: Arthrospira platensis-ს და Arthrospira maxima-ს, მათი კომერციული დასახელება არის „სპირულინა“. Arthrospira-ს გვარის წარმომადგენელები გამოიყენება, როგორც საკვები დანამატი, პროდუქტების, ტაბლეტების, ფხვნილების ფორმით. Arthrospira-ს ფოტომასინთეზირებელი პიგმენტებია: ქლოროფილი, ფიკოციანინები, ფიკოერითრინები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.