ნაფაზოლინი

ნაფაზოლინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ნაფაზოლინი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


ფარმაკოლოგიური თვისებები
ნაფაზოლინს პერიფერიული სისხლძარღვების მიმართ გააჩნია გამოხატული სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება, რაც განპირობებულია მისი ალფა-ადრენორეცეპტორებზე ზემოქმედებით. პრეპარატი ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწვევს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას. ვენოზურ სინუსებში სისხლის ნაკადის შემცირების შედეგად იგი რინიტების დროს აადვილებს ცხვირით სუნთქვას, ასევე აფართოვებს თვალის გუგას, ამცირებს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების შეწოვას.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი ცხვირის ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემთხვევაში ავლენს უშუალო ადგილობრივ ზემოქმედებას. ზედაპირული სისხლძარღვების შევიწროვების გამო პრეპარატის შეწოვა და რეზორბციული მოქმედება ქვეითდება.
პრეპარატი ხანგრძლივად და ხშირი გამოყენების შემთხვევაში ნაწილობრივ შეიწოვება და ავლენს რეზორბციულ ადრენომიმეტურ ეფექტებს (არტერიული წნევის მომატება).

ჩვენებები
პრეპარატი უპირატესად გამოიყენება ოტორინოლარინგოლოგიაში რინიტების, ჰაიმორის წიაღის ანთების სამკურნალოდ, ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად.
პრეპარატი ასევე გამოიყენება ქირურგიული, რინოსკოპული და სხვა დიაგნოსტიკური მანიპულაციების, აგრეთვე სისხლდენის და ანთებითი რეაქციების დროს.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ალერგიული კონიუნქტივიტის, აგრეთვე ადგილობრივი სამკურნალო საშუალებების შეწოვის შესანელებლად.

დოზირების რეჟიმი
– მოზრდილებში რინიტების დროს რეკომენდებულია 0.05%-0.1% ხსნარის 2-3 წვეთის თითოეულ ცხვირის ნესტოში დღეში 2-3-ჯერ ჩაწვეთება.
– 1 წლის ზევით ასაკის ბავშვებში 0.05%-0.025%-იანი პრეპარატი გამოიყენება 1-2 წვეთის ოდენობით.
– 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება.
– ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში უმჯობესია 0.05% ხსნარით დასველებული ტამპონების გამოყენება.
– კონიუნქტივიტების დროს კონიუნქტივალურ პარკში ახდენენ 0.05%-იანი ხსნარის 1-2 წვეთის ინსტილაციას.
– ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების შეწოვის შენელებისათვის და მათი მოქმედების გახანგრძლივებისათვის 1 მლ საანესთეზიო ხნარს უმატებენ 2-4 წვეთ პრეპარატის 0.1%-იან ხსნარს.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მიღების დასაწყისში შესაძლებელია აღინიშნოს წვის ან სიმშრალის შეგრძნება, რომლებიც თანდათან ქრება. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში მისი მოქმედების ეფექტი მცირდება, რაც გამოწვეულია ტაქიფილაქსიის განვითარების შედეგად.

უკუჩვენებები
* ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, ჰიპერთირეოზი, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
* 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

განასკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატის გამოყენება 7-8 დღეზე მეტი ხნით არ არის რეკომენდებული. მის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებისა და ეფექტურობის შემცირების გამო.
♦ პრეპარატის ერთდროული გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან (ნიალამიდი, ბეფლოლი) არ არის რეკომენდებული. მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეყვეტიდან მხოლოდ 10 დღის შემდეგ არის შესაძლებელი პრეპარატის დანიშვნა.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება ზოგადი რეზორბციული მოვლენები: თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მომატება. აღნიშნული შემთხვევების დროს საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სიმპტომატური თერაპიის დაწყება სიმპატოლიზური და ადრენომაბლოკირებელი საშუალებებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ნაფაზოლინი ამცირებს პერორალური ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების თერაპიულ აქტივობას.
– იგი აძლიერებს ცნს-ის მასტიმულირებელი საშუალებების ეფექტს.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook