ნედოკრომილი

ნედოკრომილი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ნედოკრომილი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


ფარმაკოლოგიური თვისებები
ნედოკრომილი ნატრიუმი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატს, რომელიც იწვევს ბრონქებიდან და მისი ლორწოვანი გარსის უჯრედებიდან ანთების მედიატორების განთავისუფლების ინჰიბირებას.
პრეპარატი ხელს უშლის ბრონქების ანთებით რეაქციებში მონაწილე პოხიერი უჯრედების (მასტოციტების) პოპულაციებიდან და სხვა უჯრედებიდან ჰისტამინის ლეიკოტრიენ C4, პროსტაგლანდინ D2 გამონთავისუფლების პროცესს.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ბრონქული ასთმის დროს ამცირებს ბრონქოსპაზმს, ბრონქების ჰიპერრეაქტივობას, აუმჯობესებს სუნთქვის ფუნქციას, ამცირებს მოხრჩობის შეტევებისა და ხველების ინტენსივობას და სიხშირეს.

ფარმაკოკინეტიკა
ინჰალაციის შემდეგ ნედიკრომილის ნატრიუმის 10-18% ილექება ბრონქოების კედლებზე, შეყვანილი დოზის 5% აბსორბირდება სისხლის ნაკადში, ხოლო პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა (2-3%) აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
პრეპარატის სისხლის ცილებთან კავშირი შეადგენს 89%-ს. პრეპარატი არ მეტაბოლიზდება და ორგანიზმიდან შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან (დაახლოებით 70%) და ფეკალურ მასასთან (დაახლოებით 30%) ერთად.

ჩვენებები
ბრონქული ასთმის პრევენციული ანთების საწინააღმდეგო თერაპია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ბრონქოდილატატორებით მკურნალობა (ჩვენებების მიხედვით ან რეგულარულად) არ იძლევა დაავადების ადექვატური კონტროლის საშუალებას.
სასუნთქი გზების შექცევადი შევიწროვებით გამოწვეული ბრონქული ასთმის და სხვა მდგომარეობების სიმპტომატური მკურნალობა, მაგ. ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი.
პრეპარატს იყენებენ, როგორც თანმხლებ საშუალებას ანთების საწინააღმდეგო მკურნალობის დროს ბრონქული ასთმით და სტეროიდდამოკიდებული ფორმის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში.

დოზირების რეჟიმი
მოზრდილები (ხანდაზმული ასაკის ჩათვლით) და ბავშვები 2 წლის ასაკის ზემოთ:
საწყისი დოზა შეადგენს 2 ინჰალაციას (4 მგ ნედოკრომილის ნატრიუმი 4-ჯერ დღეში; მკურნალობის ეფექტის შემთხვევაში შემანარჩუნებელი დოზა ძირითადად შეადგენს 2 ინჰალაციას 2-ჯერ დღეში. თერაპიული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის ზომები დადგენილი არ არის.
ეფექტური მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს ინჰალატორის სწორად გამოყენება. პირველადი გამოყენების დროს ინჰალატორი უნდა შევანჯღრიოთ, დავაჭიროთ საჩვენებელი თითი დოზის გამანაწილებელ კლაპანს 1-2-ჯერ. ინჰალაციის ჩასატარებლად მუნშტუკს უნდა მოვხსნათ სახურავი. ინჰალატორი გვიჭირავს ვერტიკალურად, დიდი თითი მოთავსებული გვაქვს ბალონის ძირზე, ამ დროს საჭიროა მაქსიმალურად ამოვისუნთქოთ, შემდეგში ჩავიდოთ მუნშტუკი პირში კბილებს შორის მისი (ჩაკბეჩის გარეშე) და მჭიდროდ შემოვავლოთ ტუჩები. ვიწყებთ რა ჰაერის მაქსიმალურ ჩასუნთქვას პირით, საჭიროა ბალონის ძირზე ვაწარმოვოთ ზეწოლა ისე, რომ პრეპარატის დოზა გამოიფრქვეს. ერთდროულად საჭიროა გავაგრძელოთ მშვიდი და ღრმა შესუნთქვა. ინჰალაციის შემდეგ მუნშტუკს ეხურება სახურავი.
ბალონის შიგთავსი იმყოფება მაღალი წნევის ქვეშ. ბალონის გახსნა ძალის გამოყენებით და მისი გაცხელება 50 გრადუსზე ზემოთ ნებადართული არ არის.

გვერდითი მოვლენები
ძირითადად – თავის ტკივილი.
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, ტკივილი მუცლის არეში.
აღნიშნული მოვლენები სუსტადაა გამოხატული და მალევე ქრება.
ხშირად
– ხველება და ბრონქოსპაზმი.

უკუჩვენებები
პრეპარატის ან მასში შემავალა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს ხდება მხოლოდ განსკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციური რისკს, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ორსულობის I ტრიმესტრში.

განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატის გამოყენება მოხრჩობის შეტევების კუპირებისათვის ნებადართული არ არის.
♦ პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ არ არსებობს მონაცემები ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება
სიმპტომატური მკურნალობა.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook