ნეო ბოროჩილინა “C”

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
2.4-დიქლორბენზილის სპირტი………   1.2 მგ
ასკორბინის მჟავა……………………..     70 მგ
დახმარე ნივთიერებები:
საქაროზა, ლიმონის შემავსებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეო-ბოროჩილინა წარმოადგენს 2.4-დიქლორბენზილის სპირტისა და ასკორბინის მჟავას შემცველ კომბინირებულ პრეპარატს, რომელსაც იყენებენ პირის ღრუს და ხახის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
2.4-დიქლორბენზილის სპირტის 2% კონცენტრაცია ხასიათდება ანტიბაქტერიული მოქმედებით პირის ღრუს დაავადების გამომწვევი მრავალრიცხოვანი მიკროორგანიზმების მიმართ.
ასკორბინის მჟავა აძლიერებს 2.4-დიქლორბენზილის სპირტის ანტისეპტიკურ მოქმედებას. იგი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ და კარგად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში. ასკორბინის მჟავას ნორმალური კონცენტრაცია პლაზმაში და ლეიკოციტებში შეადგენს 5-12 მკგ/მლ და 250 მკგ/მლ-ს იზოლირებული ლეიკოციტების შემთხვევაში. გაცივების დროს, როდესაც ასკორბინის მჟავას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დაქვეითებულია, 1 გ პრეპარატის მიღების დროს მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღწევს 5-10 მკგ/მლ-ში 1-5 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:
გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება პირის ღრუს, ხახისა და ღრძილების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია კბილების ექსტრაქციის შემდგომ პერიოდში, აგრეთვე,

მიღების წესი და დოზირება:
ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 სთ-ში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 8 ტაბლეტს. რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.
იმისათვის, რომ ტაბლეტების მოქმედების ეფექტი ლორწოვან გარსზე გახანგრძლივდეს, საჭიროა მათი დიდხანს გაჩერება პირის ღრუში.

გვერდითი მოვლენები:
არ ახასიათებს.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების ან ქიმიური სტრუქტურით მისი მონათესავე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:
* ნეო-ბოროჩილინა შეიცავს საქაროზას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და დაბალკალორიულ დიეტაზე მყოფ პაციენტებში.
* ბავშვებს პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. მკურნალობის მოკლე კურსით (არა უმეტეს 7 დღე), სასურველი შედეგის არ არსებობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ან მკურნალობის ტაქტიკის შეცვლა.
* არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელიALFA WASSERMANNიტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook