ნეობლოკი / Neoblock

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა
Indole-3 – Carbinol……………..200mg
Epigallocatechin 3 gallalt…….125 mg
Epicatechin gallate…………….65 mg
Epigallocatechin………………..60mg
Epicatechin………………………100mg
Gallocatechin gallalte………..50mg
Phosphatidylcholine………….100mg
Vitamin E……………………….. 50mg
Selenium……………………….. 0,05mg

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ნეობლოკი წარმოადგენს ონკოგენურ პროტექტორს.
ნეობლოკში შემავალი აქტიური კომპონენტები -ინდოლ -3-კარბინოლი და კატეხინები წარმოადგენენ ფიტოქიმიურ  ნივთიერებებს.
ინდოლ – 3 -კარბინოლი და კატეხინები ბლოკავენ:
• ჰიპერ და ნეოპლასტიური პროცესების განვითარებას
• პათოლოგიურ პროლიფერაციას და სიმსივნურ ნეოანგიოგენეზს
ნეობლოკი ეფექტურია ეპითელური წარმოშობის ყველა სახის (მათ შორის HPV ვირუსის) სიმსივნის სამკურნალოდ, როგორც ესტროგენდამოკიდებული, ასევე  ესტროგენდამოუკიდებელი სიმსივნეების დროს.
მოქმედების მექანიზმი:
• მონაწილეობს სასქესო ჰორმონების მეტაბოლიზმსა და რეგულაციაში
• აძლიერებს 2- ჰიდროქსიესტრონის სინთეზს და აინჰიბირებს 16-ალფა- ჰიდროქსიესტრონის წარმოქმნას, რომელსაც ახასიათებს გამოხატული კანცეროგენული  თვისებები
• აინჰიბირებს ესტროგენული რეცეპტორების ექსპრესიას, ამცირებს მათ რაოდენობას სამიზნე ქსოვილებში
• ეპითელიურ უჯრედებში ბლოკავს ონკოცილებს, მათ შორის ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირებული უჯრედების ონკოცილებს
• ახდენს მალიგნიზაციის პროცესების ბლოკირებას, სიმსივნური უჯრედების სელექციური აპოპტოზის ინდუცირების ხარჯზე
• ახდენს სიმსივნური სუპრესორების  და პროაპოპტოზური ცილების ტრანსკრიპციას
• აინჰიბირებს ზრდის ფაქტორების და მათი რეცეპტორების  ტრანსკრიფციას
• აჩერებს უჯრედულ ციკლს G1 ფაზაზე.

ჩვენებები
• მასტოპათია
• ძუძუს კიბო
• საშვილოსნოს მიომა
• ენდომეტრიოზი
• ენდომეტრიუმის  ჰიპერპლაზია
• ადამიანის  პაპილომავირუსთან  დაკავშირებული სიმსივნეები (HPV)
• წინამდებარე  ჯირკვლის  ადენომა

მიღების წესი და დოზირება:
1 კაფსულა ჭამის შემდეგ 2-ჯერ დღეში, კურსის ხანგრძლივობა შეადგენს  3-6 თვეს

გვერდითი მოვლენები
მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა

უკუჩვენება
ინდივიდუალური აუტანლობა ნეობლოკში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!

გამოშვების ფორმა: 750მგ კაფსულა N60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: კომპლიტ ფარმა (COMPLETE Pharma), ფინეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook