ნეოზოლინი / NEOZOLIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ქსილომეტაზოლინი  xylometazoline

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისიხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
,,ნეოზოლინი’’-ს ცხვირის წვეთებისა და აეროზოლის 1მლ შეიცავს:
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს _ 1მგ (0,1% ხსნარი) ან 0,5მგ (0,05% ხსნარი); დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი ან ნიპაგინი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: ქსილომეტაზოლინი მიეკუთვნება ადგილობრივ სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებათა ჯგუფს ალფა-ადრენომიმეტური აქტივობით (არასელექტიური ალფა-ადრენომიმეტიკი). იგი იწვევს ცხვირის ლორწოვანას სისხლძარღვების შევიწროვებას, ამცირებს ცხვირისა და ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ჰიპერემიას, ექსუდაციას.Aაღადგენს ცხვირის გამტარობას და აადვილებს ცხვირით სუნთქვას სურდოს დროს.P
თერაპიულ კონცენტრაციებში არ აღიზიანებს ლორწოვანას, არ იწვევს ჰიპერემიას. პრეპარატის მოქმედება იწყება რამოდენიმე წუთში და გრძელდება რამოდენიმე საათის (4-5სთ) განმავლობაში.
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ (2 კვირაზე დიდხანს) შესაძლოა გამოიწვიოს სისხლძარღვთა მეორეული გაფართოვება (წამლისმიერი რინიტი), არტერიული წნევის დაქვეითება, რაც დაკავშირებულია თავის ტვინის სისხლძარღვთა მამოძრავებელი ცენტრის პრესინაპსური ალფა2-ადრენორეცეპტორების გაღიზიანებით, მედიატორების გამოყოფის დაქვეითებითა და ცნს-დან სიმპითიკური იმპულსების ნაკადის შემცირებით.

ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივად გამოყენებისას პრაქტიკულად არ შეიწოვება და არ გააჩნია სისტემური მოქმედება.

ჩვენებები
• მწვავე ინფექციური რინიტი;
• მწვავე ალერგიული რინიტი;
• მწვავე რესპირატორული დაავადება რინიტის სიმპტომებით;
• პოლინოზი;
• სინუსიტი;
• შუა ყურის ანთება (კომპლექსურ თერაპიაში ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად);
• ავადმყოფის მოსამზადებლად რინოსკოპიის ჩატარებისთვის.

მიღების წესები და დოზები
,, ნეოზოლინი” გამოიყენება ინტრანაზალურად. 0,05% ნაზალური წვეთები გამოიყენება ბავშვებში 2-დან 12 წლამდე:
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 1-2-ჯერ დღეში (არაუმეტეს 3-ჯერ დღეში).
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 1-3 წვეთი თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში (არაუმეტეს 3-ჯერ დღეში).
0,1% ნაზალური წვეთები გამოიყენება მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში (არაუმეტეს 3-ჯერ დღეში). 0,05% ნაზალური აეროზოლი გამოიყენება ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში 1-3-ჯერ დღეში.
0,1% ნაზალური აეროზოლი გამოიყენება მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.
პრეპარატი გამოიყენება არაუმეტეს 7 დღისა

გვერდითი მოვლენები
,,ნეოზოლინი”-ს ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, სიმშრალე, წვის შეგრძნება, ცემინება, ჰიპერსეკრეცია. იშვიათად – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, არტერიული წნევის მომატება, არითმია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, ძილის დარღვევა; დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას).

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
• არტერიული ჰიპერტენზია;
• ტაქიკარდია;
• გამოხატული ათეროსკლეროზი;
• ანამნეზში ტვინის გარსებზე ქირურგიული ჩარევა;
• ატროფიული რინიტი;

ორსულობა და ლაქტაცია
,,ნეოზოლინი”-ს გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული. მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები
,,ნეოზოლინი” სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის დროს, ასევე პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ მომატებული მგრძნობელობა ადრენერგული საშუალებების მიმართ.
მისი ხანგრძლივად გამოყენება არ არის რეკომენდებული. ფლაკონი განკუთვნილია ინდივიდუალური გამოყენებისთვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისთვის გადაცემა ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
გავლენაAავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:,,ნეოზოლინ’’-მა შეიძლება გავლენა იქონიოსAავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო იმ პაციენტებისათვის, რომელთა საქმიანობა ყურადღების კონცენტრირებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას მოითხოვს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
,,ნეოზოლინი” არ გამოიყენება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან და სიმპათიკური ნერვული სისტემის აღმგზნებ სხვა პრეპარატებთან ერთად, ვინაიდან შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25oC ტემპერატურის პირობებში.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 1 თვის განმავლობაში.
ვარგისობის ვადის გასვლის შედეგად პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია!
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა: 0.05% ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1, 0.1% ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1, 0.1% ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი #1,0.05% ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook