ნეო-ენტეროსეპტოლი / Neo-Enteroseptol

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლოპერამიდი/loperamide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ლოპერამიდი – ალოპერიდოლის წარმოებულია და ქიმიური თვალსაზრისით ჰგავს მეპერიდინს. მას გაჩნია ანტიდიარეული მოქმედება. მოქმედებს ნაწლავის ლორწოვანში არსებულ ოპოიდურ რეცეპტორებზე და იწვევს აცეტილქოლინისა და პროსტაგლანდინების გამოთავისუფლების ინჰიბირებას.     აქვეითებს ნაწლავების გლუვ კუნთთა ტონუსს და    ამცირებს პერისტალტიკას, რის შედეგადაც მცირდება წყლის დანაკარგი და ფეკალური მასის მოცულობა. პრეპარატი აგრეთვე  ზრდის ანალური სფინქტერის ტონუსს და ამცირებს დეფეკაციის სიხშირეს.

ფარმაკოკინეტიკა
ლოპერამიდის მოქმედება იწყება სწრაფად და გრძელდება 4-6 სთ-ის განმავლობაში. იგი არ მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე. პერორალური მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება მიღებული დოზის 65%. პრეპარატის ბიოშეღწევადობა 17%-ს შეადგენს. კონცენტრაციის პიკს (ჩმახ) აღწევს 4-სთ-ში. პლაზმის ცილებს უკავშირება 95%-ით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7-14 საათს. ლოპერამიდი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. პრეპარატის დოზის დაახლოებით 40% გამოიყოფა ნაწლავებიდან ფეკალური მასებით.

ჩვენება:
· სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეა;
· წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების დროს გამოხატული დიარეა;
· ვაგატომიის და კოლოსტომიის შემდგომ გამოხატული დიარეა.

წინააღმდეგ ჩვენება:
პრეპარატში შემავალ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; 4 წლამდე ასაკის ბავშვები; მწვავე დიზენტერია (მონოთერაპიის სახით), მწვავე წყლულოვანი კოლიტი; ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ განვითარებული ფსევდომემბრანული კოლიტი; შეკრულობა; მეტეორიზმი; ნაწლავთა გაუვალობა; ორსულობა (შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით, თუ შესაძლო თერაპიული ეფექტი ამართლებს მოსალოდნელ რისკს); არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:
მწვავე დიარეა:
მოზრდილებში: საწყისი დოზა 4 მგ (2 კაფსულა); მკურნალობა გრძელდება დეფეკაციის ყოველი აქტის შემდგომ 2 მგ-ის (1 კაფსულა) მიცემით; მაქსიმალური დოზა – 16 მგ (8 კაფსულა).
ბავშვებში: დაავადების პირველ დღეს პრეპარატის რაოდენობა:

 ასაკი  წონა / კგ  დოზა მგ (კაფსულა)
 4-5 წ  13-20 კგ  1 მგ (1/2 კაფსულა)
 5-8 წ  20-30 კგ  2 მგ (1 კაფსულა)
 8-12 წ  30 კგ >  2 მგ (1 კაფსულა)

მკურნალობა გრძელდება დეფეკაციის ყოველი აქტის შემდგომ 1 მგ/10 კგ წონაზე პრეპარატის მიცემით.

ქრონიკული დიარეა:
მოზრდილებში:
საწყისი დოზა 4 მგ (2 კაფსულა); მკურნალობა გრძელდება დეფეკაციის ყოველი აქტის შემდგომ 2 მგ-ის (1 კაფსულა) მიცემით; ეფექტის მიღწევის შემდეგ პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად შერჩეული შემანარჩუნებელი დოზით 4-8 მგ.

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბებისას უცილებელია კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის გამოყენება. მის ანტიდოტს ნალოქსოლი წარმოადგენს.

გვერდითი მოვლენები: პირის სიმშრალე, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, შეკრულობა,  ნაწლავური გაუვალობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კანის ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებანი: მწვავე დიარეის შემთხვევაში პრეპარატის მიღებიდან 2 დღის, ხოლო ქრონიკული დიარეის შემთხვევაში _ 10 დღის შემდეგ არ იქნა გამოხატული ეფექტი, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და დიაგნოზის დაზუსტება. პრეპარატის მიღება დაუშვებელია ბაქტერიული ეთიოლოგიის მწვავე დიარეის დროს.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და გრილ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #18

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Specifar S.A.  საბერძნეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook