ნერვომიქსი / NERVOMIX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის სედაციური ეფექტის მქონე პრეპარატი.

ათქ კლასიფიკაციის კოდი: NO5CM

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
მყარი კაფსულები შეფუთვაში 60 ც.
1 ტაბ.
კატაბალახას ძირები……..  35 მგ
სვიის გირჩა………… 52.5 მგ
მელისას ფოთოლი……… 52.5 მგ
კრაზანას ბალახი……….. 35 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ტიტანის ოქსიდი (E171), ერითროზინი (E172), ინდიგო (E132), ჟელატინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ხელს უწყობს ძილის მოგვრას.მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები ამცირებს ემოციურ დაძაბულობას და აუმჯობესებს ჩაძინების პროცესს.

ჩვენებები
ტრადიციულად გამოიყენება ნერვული სისტემის დროებითი ჰიპერაქტიურობის და ძილის დარღვევების დროს.

დოზირების რეჟიმი
მოზრდილები და მოზარდები: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში, 1/2 ჭიქა სითხის მიყოლებით. არ დაღეჭოთ. ადვილად დაძინების მიზნით ერთჯერადი დოზა მიიღეთ დაძინებამდე ნახევარი ან ერთი საათით ადრე.Aარ გამოიყენოთ 3 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში.

ორსულობა და ლაქტაცი
ორსულობა: არ მიიღოთ ნერვომიქსი ორსულობის პერიოდში.
ლაქტაცია: არ მიიღოთ ნერვომიქსი ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
თუ დაგავიწყდათ ნერვომიქსის მიღება ეს გავლენას არ ახდენს მკურნალობის კურსზე. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
პრეპარატმა შესაძლებელია თქვენი ფსიქოფიზიკური შესაძლებლობები და ავტომანქანის, მექნიკური მოწყობილობების მოძრაობაში მართვის უნარი დათრგუნოს, რის გამოც არ არის რეკომენდებული ავტომანქანის და მექანიზმების მართვის წინ მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ მიიღოთ სხვა სედატიურ საშუალებებთან ერთად, აგრეთვე თეოფილინთან, ციკლოსპორინთან, ვარფარინთან, დიგოქსინთან, ორალურ კონტრაცეპტივებთან და ალკოჰოლთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ადამედი (ADAMED (POLFA PABIANICE)), პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook