ნივალინი / NIVALIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): გალანტამინი ჰიდრობრომიდი/
galantamine hydrobromide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნერვკუნთოვანი გადაცემის დარღვევების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები

რას წარმოადგენს ნივალინი და რისთვის გამოიყენება იგი
ნივალინი – სამკურნალო საშუალება, შეიცავს ალკალოიდ გალანტამინს, რომელიც იზოლირდება თეთრყვავილას მიწისზედა ნაწილიდან. გალანტამინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც ეწოდებათ აცეტილქოლინესტერაზების ფერმენტის ინჰიბიტორები. იგი მატებს აცეტილქლორინის ნივთიერების დონეს, რომელიც მონაწილეობს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში ნერვული იმპულსების გატარებაში.
ნივალინი გამოიყენება პერიფერიული ნერვების დაავადებების სამკურნალოდ, რაც დაკავშირებულია მოძრაობის დარღვევასთან (პოლირადიკულონევრიტი, რადიკულონევრიტი, ნევრიტი, პოლინევრიტი, პოლინევროპათია). გამოიყენება აგრეთვე ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ დამბლისას (პოლიომილიტის, მიელიტის, სპინალური კუნთების ატროფიისას). ნივალინი გამოიყენება ინსულტის შემდეგ დამბლისას, ბავშვთა ცერებრალური დამბლისას. გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა მიასთენია გრავისი (კუნთების სისუსტე), კუნთების დისტროფია.
ანესთეზიოლოგიასა და ქირურგიაში ნივალინი გამოიყენება ზოგიერთი მედიკამენტოზური პრეპარატების ზემოქმედების საწინააღმდეგოდ, რომლებსაც ეწოდებათ არამადეპოლარიზირებელი ნერვულ-კუნთური ბლოკატორები და წვრილი ნაწლავის და საშარდე ბუშტის პოსტოპერაციული პარალიზების სამკურნალოდ. ნივალინი გამოიყენება ფიზიოთერაპიისას პერიფერიული ნერვული სისტემის და ღამით შარდის შეკავების დაზიანებისას.
ნივალინი გამოიყენება ატროპინით და სხვა ატროპინის მსგავსი ნივთიერებებით მოწამვლისას, ინტოქსიკაციის საწინააღმდეგოდ.

ნივალინის გამოყენებამდე
ნივალინი არ გამოიყენება:
– თუ გახასიათებთ ალერგიულობა (ჰიპერმგრძნობელობა) გალანტამინის ჰიდროქლორიდის აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
– თუ აღინიშნება შემდეგი დაავადებები: თირკმლის ან ღვიძლის  მძიმე უკმარისობა; ბრონქული სპაზმი, გულის დაავადება, რომელიც კავშირშია გულის რითმის სიხშირის შემცირებასთან ან გამტარობის დაზიანებასთან (წინაგულის-პარკუჭის ბლოკადა); სტენოკარდია; გულის მძიმე მწვავე უკმარისობა (გულის კუნთის სისუსტე); ეპილეფსია, ჰიპერკინეზი (თვითნებური მოქმედება).

მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება ნივალინის გამოყენებისას
აცნობეთ ექიმს, თუ:
– გახასიათებთ გულის რითმის დარღვევა პულსის შესუსტებით ან იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებე მას.
– თუ გახასიათებთ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
– თუ გახასიათებთ ფილტვების ქრონიკული დაავადება ბრონქული სპაზმით;
– აღგენიშნებათ შარდის შეკავება ან გადაიტანეთ ცოტა ხნის წინ ოპერაცია წინამდებარე ჯირკვალზე.
საერთო ანესთეზიით ქირურგიული ოპერაციის ჩატარების წინ აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ ნივალინს.
პრეპარატით მკურნალობისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის  მიღება. მკურნალობისას შესაძლოა აღინიშნოს წონის შემცირება. რეკომენდებულია წონის კონტროლირება დემენციის მქონე პაციენტებში.

სხვა მედიკამენტების გამოყენება
აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ:
– არითმიის ან მაღალი წნევის სამკურნალო მედიკამენტებს (ქინიდინი, დიგოქსინი, ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ატენოლოლი, პრონოლოლი, მეტოპროლოლი);
– ანტიბიოტიკებს (გენტამიცინი, ამიკაცინი, ერითრომიცინი);
– ციმეტიდინს;
– დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუქსეტინი;
– კეტოკონაზოლს (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება)
– რიტონავირს (შიდსის სამკურნალო საშუალება)
ამ პრეპარატებმა შესაძლოა გააძლიერონ გვერდითი მოვლენები ან შეცვალონ სამკურნალო მოქმედებები;
– ნივალინს შეუძლია დაასუსტოს ისეთი პრეპარატების ზემოქმედება, როგორიცაა ატროპინი, ბენზოჰექსონი და სხვა განგლიობლოკატორები, ტუბუკარარინი.
გთხოვთ აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ნივალინის გამოყენებამდე.
ორსულებში ნივალინის გამოყენებისას უსაფრთხოება არ არის დადასტურებული, ამიტომ მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ავტოტრანსპორტის მართვა და  მექანიზმებთან მუშაობის უნარი
ნივალინით მკურნალობისას, განსაკუტრებით მის დასაწყისში, შესაძლოა გამოვლინდეს მხედველობის დარღვევა, ძილიანობა, თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევებში არ უნდა მართოთ ტრანსპორტი და შეასრულოთ სამუშაო, რომელიც საჭიროებს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნივალინის ზოგიერთ კომპონენტებზე
ნივალინი 1 მგ; 2,5 მგ; 5მგ და 10 მგ საინექციო ხსნარი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) ერთ დოზაზე, ანუ,,არ შეიცავს ნატრიუმს“.

ნივალინის მიღების წესი
ნივალინი გამოიყენება კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ და დაავადების სახეობისა და სირთულის შესაბამისად. ნივალინი საინექციო ხსნარი გამოიყენება კანქვეშ, კუნთში და ვენაში ინექციის გზით.
თუ ექიმი არ მოგცემთ დანიშნულებას, მაშინ მოქმედებს შემდეგი დოზირება:
ნევროლოგიური მდგომარეობის სამკურნალოდ:
მოზრდილები
საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ. დოზა თანდათანობით იზრდება ოპტიმალური და ექიმის მიერ განსაზღვრულ დოზამდე. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებშიში შეადგენს 10 მგ კანქვეშ, ხოლო მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 20 მგ, გაყოფილი 2 ან 3 ერთჯერად დოზებად.
ბავშვები
შეიყვანება კანქვეშ, ექიმის მიერ დადგენილი დოზა ბავშვის ასაკის და წონის შესაბამისად.
ფიზიოთერაპია
ფიზიოთერაპიისას ნივალინი გამოიყენება იონოფორეზის გზით 2,5 დან 5 მგ მდე დოზით (შუქი 1 დან 2 მA –მდე) 10 წუთის განმავლობაში 10-15 დღის მანძილზე.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზა ნივალინი
იმის გამო, რომ პრეპარატი გამოიყენება კვალიფიციური პერსონალის მიერ დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად ამისა, თუ ფიქრობთ, რომ დოზა მაღალი იყო, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
შესაძლოა გამოვლინდეს ღებინება, გულისრევა, სპაზმი მუცელში, დიარეა, სისხლის წნევის დაწევა, გულის კუმშვის რითმის დაცემა, სუნთქვის გართულება, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, ცრემლდენა, ხოლო რთულ შემთხვევებში – კრუნჩხვა და კომა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ნემისმიერმა მედიკამენტმა, ნივალინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ნებისმიერ პაციენტში.
გვერდითი ეფექტები უმეტესად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში და დოზის მომატებისას და გავლადია თერაპიის მსვლელობის პერიოდში. ღებინება და გულისრევა ჩვეულებრივ წყდება რამოდენიმე დღეში მკურნალობის დაწყების შემდეგ. აცნობეთ ექიმს, თუ აღინიშნება გულის რითმის დარღვევა, პალპიტაცია (გულის არეში არასასიამოვნო შეგრძნება, დაკავშირებული გულისცემასთან) ან გულისწასვლა.
გვერდითი ეფექტები კვალიფიცირდება სიხშირის მიხედვით ორგანოების და ორგანოთა სისტემის დაზიანებით.
ძალიან ხშირად (1/10 დანიშნულება): ღებინება, გულისრევა.
ხშირად: (1/100 დანიშნულება): მადის დაკარგვა, მადის გაქრობა; ჰალუცინაცია, დეპრესია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, გულისწასვლა, ძილიანობა, ლეტარგია; გულის კუმშვის სიხშირის შენელება; მომატებული არტერიული წნევა; ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, დისპეფსია, კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი; ჭარბი ოფლიანობა, კუნთების სპაზმი, ნერვული აშლილობა, დაღლილობა, სისუსტე; სხეულის წონის შემცირება, დაცემა.
არახშირად (1/1 000 დანიშნულება): გაუწყლოება, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები; უეცრად დამუნჯების შეგრძნება, ჩხვლეტა, წვა, კანზე ჟრუანტელი, გემოს დაკარგვა, ჭარბი ძილიანობა დღისით და პათოლოგიური ხანგრძლივი ძილი; დაბინდული მხედველობა, ხმაური ყურებში, გულის რითმისა და გამტარობის დარღვევა (I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ჩათვლით), არტერიული წნევის დაწევა, სისხლის მოწოლა; ღებინების შეგრძნება; კუნთების სისუსტე; ღვიძლის ფერმენტების მომატება.
იშვიათად (1/ 10 000დანიშნულება): ჰეპატიტი.
უცნობია სიხშირე (არსებული მონაცმებით არ არის შესაძლებელი შეფასება) – ნაწლავური პერისტალტიკის გაძლიერება; ტკივილი შეყვანის ადგილას, შესაძლოა ადგილობრივი რეაქციები პარენტერალური შეყვანისას.
თუ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ფურცელჩანართში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

ნივალინის შენახვის პირობები
ინახება საწყის შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე!
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდოელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ნივალინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.
ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ნივალინი
– აქტიური ნივთიერება: გალანტამინის ჰიდრობრომიდი 1 მგ, 2,5 მგ, 5 მგ ან 10 მგ 1 მლ საინექციო ხნარისათვის.
– დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ნივალინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
საინექციო ხსნარი ნივალინი არის გამჭვირვალე სითხე, უფერო ოდნავ მოყვითალო ფერის.
ამპულები არის უფერო მინის 1 მლ მოცულობის ამპულის გასახსნელი აღნიშვნით – ფერადი წერტილი/რკალი; 10 ამპულა პვქ ბლისტერში; 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელჩანართთან ერთად.

გამოშვების ფორმა: 1მგ/მლ 1მლ ი.მ ი.ვ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი № 10ამპ.

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: სოფარმა, ბულგარეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook