ნიკეტამიდი – NIKETHAMIDE

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიკეტამიდი წარმოადგენს ანალეფსიურ საშუალებას. იგი ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ააგზნებს ვაზომოტორულ და სუნთქვით ცენტრებს. სუნთქვის ცენტრის აგზნება ნაწილობრივ დაკავშირებულია კაროტიდული სინუსის ქემორეცეპტორების რეფლექსურ სტიმულირებასთან; პრეპარატს არ ახასიათებს გულზე უშუალო ზეგავლენა და სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება.

ჩვენებები
მწვავე კოლაფსი და ასფიქსია;
შოკური მდგომარეობა ქირურგიული ოპერაციების დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში;
სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლა;
სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება;
სუნთქვის შესუსტება სხვადასხვა ინფექციური დაავადებით შეპყრობილ პირებსა და რეკონვალესცენტებში, ახალშობილთა ასფიქსია;
ნარკოტიკებით, საძილე საშუალებებით და ალკოჰოლით მოწამვლა.

დოზირების რეჟიმი
– პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, კუნთებში და ვენაში.
– მოზრდილებს კანქვეშ, კუნთებში და ვენაში შესაყვანად ენიშნებათ 1-2 მლ დღეში, 1-3-ჯერ;
– ბავშვებს კანქვეშ შესაყვანად ასაკის მიხედვით ენიშნებათ 0.1-0.75 მლ.
– პრეპარატის ვენაში ინექცია მიმდინარეობს ნელა.
– ნარკოტიკებით, ანალგეტიკებით და საძილე საშუალებებით ინტოქსიკაციის დროს მოზრდილებში ვენაში ნელა შეყავთ 3-5 მლ პრეპარატი (შესაძლებელია აგრეთვე პრეპარატის შეყვანა კანქვეშ და კუნთებში).
– რადგან პრეპარატის კანქვეშა და კუნთებში ინექციები მტკივნეულია, ტკივილების შემცირების მიზნით მდგომარეობისდა მიხედვით ინექციის ადგილას წინასწარ შეყავთ ნოვოკაინი (მოზრდილებში – 1 მლ 0.5% ხსნარი, ბავშვებში – ასაკის შესაბამისად).
– მოზრდილებში, პრეპარატის კანქვეშა ინექციის უმაღლესი დოზები: ერთჯერადი – 2 მლ, სადღეღამისო – 6 მლ, ნარკოტიკებით მოწამვლისას პრეპარატის უმაღლესი ერთჯერადი დოზა კანქვეშ და ვენაში ინექციისათვის შეადგენს 5 მლ.

გვერდითი მოვლენები
ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.

უკუჩვენებები
კრუნჩვებისადმი მიდრეკილება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– კროდიამინის და რეზერპინის კომბინაცია იწვევს კრუნჩხვების გაძლიერებას.
– სუნთქვის ცენტრის აგზნების კუპირება შესაძლებელია ზოგადი სანარკოზო საშუალებების გამოყენებით.
– პასკი და სალუზიდი ამცირებენ პრეპარატის მოქმედების ეფექტს.
– ამინაზინი და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულები იწვევენ პრეპარატის ანალეფსიური ეფექტის და მისი კრუნჩხვითი მოქმედების შესუსტებას

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook