ნიკოტინის მჟავა-დარნიცა

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ნიკოტინის მჟავა/NICOTINIC ACID

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 1%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
ნიკოტინის მჟავა………….. 10 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვიტამინური და ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ორგანიზმში ნიკოტინის მჟავა გარდაიქმნება ნიკოტინამიდად, რომელიც უკავშირდება კოდეჰიდროგენაზა I და II კოენზიმებს (ნად და ნადფ), რომელთაც გადააქვთ წყალბადი, მონაწილეობს ცხიმების მეტაბოლიზმში, პროტეინების, ამინომჟავების, პურინების, ქსოვილოვან სუნთქვაში, გლიკოგენოლიზში, სინთეტურ პროცესებში. ავსებს ვიტამინი PP (ვიტამინი B3) დეფიციტს, წარმოადგენს სპეციფიკურ ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებას (ვიტამინი PP ავიტამინოზი). ნორმაში მოჰყავს სისხლის ლიპოპროტეინების კონცენტრაცია. ახდენს ვაზოდილატაციურ მოქმედებას წვრილი სისხლძარღვების დონეზე (მათ შორის თავის ტვინის), აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ავლენს სუსტ ანტიკოაგულაციურ მოქმედებას (ამაღლებს სისხლის ფიბრინოლიზურ აქტიობას).

ჩვენებები:
PP ავიტამინოზი. ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიურო მოშლილობა, კიდურების მაობლიტირებელი დაავადება (მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, რეინოს დაავადება), კიდურების სისხლძარღვების, ნაღვლისა –  და შარდგამომყოფი გზების სპაზმი, სახის ნერვის ნევრიტი.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, პოდაგრა, ჰიპერურიკემია, ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით: ჰემორაგია, გლაუკომა, ღვიძლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების სტადიაში).

გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, სტრიდორული სუნთქვა). ვენაში სწრაფი შეყვანისას: ორთოსტატული ჰიპოტენზია, კოლაფსი. სახის კანისა გულმკერდის ზედა ნაწილის ჰიპერემია, პარესთეზიები, თავბრუსხვევა, „ალები“ სახეზე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ადგილობრივი რეაქციები: კანქვეშ და ვენაში შეყვანის ადგილის მტკივნეულობა.

მიღების წესი და დოზირება:
კანქვეშ, ვენაში, კუნთში (ნელა) – 10 მგ (1% ხსნარის 1მლ) 1–2–ჯერ დღეში, 10–15 დღის მანძილზე. ბავშვებში მაქსიმალური დოზა შეადგენს: ერთჯერადი – 0.1 გ. დღეღამური – 0.3გ.

განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის პროცესში საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი. ღვიძლის მხრივ გართულებების თავიდან ასარიდებლად საჭიროა საკვებში ჩართული იყოს მეთიონინით (ხაჭო)  მდიდარი პროდუქტები, ან გამოყენებული იყოს მეთიონინი, ლიპოლის მჟავა და სხვა ლიპოტროპული სამკურნალო ნივთიერებები.

ურთიერთქმედება:
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციისას, ანტიკოაგულანტებთან და აცეტილსალიცილის მჟავასთან. აქვეითებს ნეომიცინის ტოქსიურობას და აღკვეთავს მათ მიერ ინდუცირებულ ქოლესტერინისა და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კონცენტრაციის შემცირებას.

მწარმოებელი: DARNITSA

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook