ნიმოტოპი – NIMOTOP

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ნიმოდიპინი/NIMODIPINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 და 10 ბლისტერი.
1 ტაბ.
ნიმოდიპინი…………..          30 მგ
საინფუზიო ხსნარი: ფლაკოში 50 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ 1 ფლ.
ნიმოდიპინი………..         200 მკგ 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიმოტოპს გააჩნია თავის ტვინზე ანტივაზოკონსტრიქციული და ანტიიშემიური მოქმედება.

იგი ახდენს სისხლძარღვების შევიწროების პრევენციას, რომელიც in vitro ცდებში გამოწვეულია სხვადასხვა ვაზოაქტიური ნივთიერებებით (მაგალითად, სეროტონინი, პროსტაგლანდინები და ჰისტამინი) და აგრეთვე სისხლით ან მისი დაშლის პროდუქტებით.
თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევის დროს პრეპარატი აფართოვებს თავის ტვინის სისხლძარღვებს და აუმჯობესებს
ტვინის სისხლმომარაგებას. დამატებით პერფუზია ამ დროს, როგორც წესი, უფრო ძლიერად არის გამოხატული თავის ტვინის დაზიანებულ და იმ უბნებში, რომლებიც ადრე არასაკმარისად მარაგდებოდნენ სისხლით. ნიმოტოპის გამოყენებამ საგრძნობლად შეამცირა სიკვდილიანობა და იშემიური ნევროლოგიური დარღვევების სიხშირე, გამოწვეული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევებით.
ნიმოტოპი მოქმედებს ნეირონის და სისხლძარღვთა რეცეპტორებზე, რომლებიც კალციუმის არხებითაა დაკავშირებული. იგი იცავს ნერვულ უჯრედებს, აუმჯობესებს მათ ფუნქციას, ზრდისთავის ტვინში სისხლმიმოქცევას,
აუმჯობესებს ნერვული უჯრედების მიერ იშემიისადმი ტოლერანტობას. ამ დროს არ ვითარდება “მიტაცების სინდრომი”. იგი დადებით ზეგავლენას
ახდენს მეხსიერებაზე და ყურადღების კონცენტრაციაზე ტვინის ფუნქციის მოშლისას. ამავე დროს უმჯობესდება პაციენტთა ზოგადი მდგომარეობა, მათი პიროვნული და ქცევითი რეაქციები, უმჯობესდება ფსიქომეტრული ფუნქციური ტესტების შედეგები.

ჩვენებები:
ნიმოტოპის ინტრავენური ინფუზია:
იშემიური ნევროლოგიური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, რომლებიც გამოწვეულია ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შემდგომი სისხლძარღვოვანი სპაზმით;
ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შემდგომი იშემიური ნევროლოგიური დარღვეების პროფილაქტიკისთვის;
თავის ტვინის ფუნქციის გამოხატული დარღვევებისას ხანდაზმულ პაციენტებში (მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, მანქანის მართვის უნარის დაქვეითება, ემოციური ლაბილობა)
მკურნალობის წინ უნდა დადგინდეს, რომ სიმპტომები ისეთი დაავადებით არ არის გამოწვეული, რომლებიც სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს.

მიღების წესი და დოზირება:
ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევებისას: რეკომენდებულია ინტრავენური ინფუზიის სახით ნიმოტოპის გამოყენება 5-14 დღის განმავლობაში, დოზით 1 მგ. პირველი ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 2 სთ-ს. კარგი ტოლერანტობისას პრეპარატის მიმართ შემდგომი 2 სთ-ის განმავლობაში შეჰყავთ ინფუზიით 2 მგ, ინფუზიური მკურნალობის შემდეგ 2 ტაბ. 6-ჯერ დღეში.

ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისას:
რეკომენდებულია ინტრავენურად ნიმოტოპი 7-10 დღის განმავლობაში, შემდგომში ტაბლეტების გამოყენებით: 2 ტაბ 6-ჯერ დღეში.

ხანდაზმულებში თავის ტვინის ფუნქციის დარღვევისას: რეკომენდებულია 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში (3-ჯერ 30 მგ). არასასურველი რეაქციისას დოზა უნდა შემცირდეს, ან შეწყდეს მისი მიღება. ღვიძლის მძიმე დაავადებისას დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს მისი მიღება.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, განსაკუთრებით ციროზის დროს, ნიმოტოპის ბიოშეღწევადობა შეიძლება გაიზარდოს პირველადი მეტაბოლიზმის და მეტაბოლური ინაქტივაციის შემცირების გამო. შესაბამისად იზრდება პრეპარატის თერაპიული და გვერდითი ეფექტების გამოვლენა, განსაკუთრებით ჰიპოტენზიური ეფექტის. ამ შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს არტერიული წნევის მაჩვენებლების მიხედვით.

ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა: 5-14 დღის განმავლობაში ინფუზიის შემდგომ,  ტაბლეტების მიღება 7 დღის განმავლობაში.

ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა: 7-10 დღე ინფუზიის შემდეგ ტაბლეტების მიღება 11-14 დღის განმავლობაში.

თავის ტვინის ფუნქციის მოშლა ხანდაზმულებში: თუ მკურნალობა რამდენიმე თვე გრძელდება, საჭიროა დასაბუთდეს ჩვენებები, რათა მკურნალობა გაგრძელდეს.

ტაბლეტი ინიშნება მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, კვებისგან დამოუკიდებლად, არაუხშირეს 4 საათში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი, გაუვალობა (პარეზის გამო).
ცნსის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, უძილობა, მოტორული აგზნება, აგრესიულობა,  ოფლიანობა.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: წნევის დაქვეითება, სახის ჰიპერემია, სიმხურვალის შეგრძნება, ბრადიკარდია, იშვიათად ტაქიკარდია.
ცვლილებები სისხლში: იშვიათად თრომბოციტოპენია.
კანის მხრივ: კანის სიწითლე, პერიფერიული შეშუპება.

უკუჩვენებები:
* ნიმოტოპი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე დაზიანების;
* თავის ტვინის გენერალიზებული შეშუპების;
* ქალასშიდა წნევის მკვეთრი მომატების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებში გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:
* სიფრთხილეა საჭირო ნიმოტოპის დანიშვნისას ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სხვა მრავალი დაავადება, აგრეთვე,
* თირკმელების მძიმე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ ნაკლები);
* გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების დროს.
* სიფრთხილეა საჭირო არტერიული ჰიპოტონიის დროს (სისტოლური წნევა 100 მმ ვწყ.სვ.-ზე ნაკლები).

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ინტოქსიკაცია, მიმდინარე ჰიპოტენზიით, ტაქიკარდიით ან ბრადიკარდიით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ცნს-ის მხრივ მოვლენებით (მაგ. ღებინება).
ჭარბი დოზირების სიმპტომებისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, საჭიროა კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება. ჰიპოტენზიის დროს ინტრავენურად ნაჩვენებია დოპამინი ან ნორადრენალინი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ნიმოტოპი აძლიერებს ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედებას. იგი არ ინიშნება ინტრავენური β-ბლოკატორების გამოყენებისას, წნევის შესაძლო დაქვეითების გამო.
– ნიმოტოპის კომბინირება H2-ჰისტამინორეცეპტორების ანტაგონისტ ციმეტიდინთან და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატ ვალპროის მჟავასთან, ზრდის ნიმოტოპის კონცენტრაციას სისხლში.
– კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების: ფენობარბიტალის, ფენიტოინის, კარბამაზეპინის ხანგრძლივი მიღება ამცირებს ნიმოტოპის ეფექტს პერორალური მიღებისას. ამიტომ  მათი ერთად დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი.
–  ნეიროლეფსიურ საშუალებებთან და ანტიდეპრესანტებთან ურთიერთქმედება არ არის შესწავლილი.
– რიფამპიცინმა შეიძლება დააჩქაროს ნიმოტოპის მეტაბოლიზმი, ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის გამო.
– გრეიფრუტი თრგუნავს დიჰიდროპირიდინების მეტაბოლიზმს, რაც ზრდის სისხლში ნიმოტოპის კონცენტრაციას.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:  პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: BAYER HEALTH CARE AG

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook