ნიტროფურალი (აქტიური ნივთიერება) – NITROFURAL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიტროფურალი წარმოადგენს ანტიბაქტერიულ საშუალებას. იგი მოქმედებს როგორც გრამდადებით, ასევე გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე – სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, დეზინტერიისა და ნაწლავის ჩხირები, პარატიფის სალმონელა, განგრენის გამომწვევები და ა.შ.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება გარეგანი და ჩირქოვანი ანთებითი პროცესების და პერორალურად ბაქტერიული დიზენტერიის სამკურნალოდ.
პრეპარატი გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების, ნაწოლების, წყლულოვანი დაზიანებების, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობის, კანის გადანერგვის დროს (დაზიანებულ ადგილს პრეპარატის წყლიანი ხსნარით დანამავენ და პრეპარატით გაჟღენთილ საფენს ადებენ).
– ოსტეომიელიტის გამო წარმოებული ოპერაციის შემდეგ ღრუს გამორეცხავენ ფურაცილინის წყლიანი ხსნარით, რის შემდეგ აფენენ პრეპარატით გაჟღენთილ ნამიან საფენს.
– პლევრის ემპიემის დრო ახდენენ ჩირქის ასპირაციას, პლევრის ღრუს გამორეცხავენ მიღებული მეთოდით, შემდეგ შეიყვანენ 20-100 მლ პრეპარატის წყლიან ხსნარს.
– ანაერობული ინფექციის დროს, სტანდარტული ქირურგიული ჩარევის გარდა, ჭრილობას ამუშავებენ ნიტროფურალით.
– ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტის დროს გამოიყენება ფურაცილინის სპირტიანი ხსნარი წვეთებში.
– ჰაიმორის ღრუს და სხვა პარანაზალური ღრუების გამოსარეცხად გამოიყენება ფურაცილინის წყლიანი ხსნარი.
– ოფთალმოლოგიაში გამოიყენება ფურაცილინის წყლიანი ხსნარი, ხოლო დაზიანებული წარბების ზედაპირის სამკურნალოდ შეიზელენ ფურაცილინის მალამოს.
– პრეპარატი გამოიყენება იმ ჩირქოვანი პროცესების სამკურნალოდ, რომლებიც მოითხოვენ ანტიბაქტერიულ თერაპიას.

დოზირების რეჟიმი
ნიტროფურალი მიიღება როგორც პერორალურად, ასევე გარეგანად.
გარეგანი გამოყენებისათვის იყენებენ 0.02%-იან (1:50000) ნიტროფურალის წყლიან და 0.066%-იან სპირტიან ხსნარს, ასევე ნიტროფურალის მალამოს.
–  წყლიანი ხსნარის მოსამზადებლად 1 ნაწილ პრეპარატს ხსნიან 5000 ნაწილ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან დისტილირებულ წყალში (სწრაფი გახსნისათვის გამოიყენება ცხელი ან ადუღებული წყალი), რის შემდეგ ხსნარს აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე და ინახავენ ხანგრძლივად (სტერილიზაცია ტარდება 30 წუთის განმავლობაში 100 გრადუსზე).
–  სპირტიან ხსნარს (ინახება განუსაზღვრელად) ამზადებენ 70-იან ეთილის სპირტზე.
– აუცილებლობის დროს, მაშინ, როდესაც არ არსებობს პრეპარატის მზა სამკურნალო ფორმა ამზადებენ ნიტროფურალის მალამოს: ნიტროფურალს უმატებენ მცირე რაოდენობით ვაზელინის ზეთს, აჩერებენ 10-20 საათის განმავლობაში, შემდეგ უმატებენ აბუსალათინის ზეთს, ლანოლინს, თევზის ქონს.
პრეპარატი მწვავე ბაქტერიული ინვაზიისას, მიიღება პერორალურად 5-6 დღის განმავლობაში დღეღამეში 4-5-ჯერ დოზით 0.1 გ. აუცილებლობისას მკურნალობის კურსს იმეორებენ 3-4 დღის შემდეგ (პრეპარატი მიიღება 3-4 დღის განმავლობაში დოზით 0.1 გ 4-ჯერ დღეში). მოზრდილებში უმაღლესი პერორალურად მისაღები დოზა შეადგენს ერთჯერადად 0.1 გ; დღე-ღამეში 0.5 გ.

გვერდითი მოვლენები
ნიტროფურალი გარეგანი მიღებისას ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. იშვიათად ვითარდება დერმატიტები, რაც საჭიროებს პრეპარატის მიღების დროებით ან საერთოდ შეწყვეტას.
პრეპარატის პერორალურად მიღების დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უმადობას, გულისრევას, ღებინებას, თავბრუსხვევას, კანზე ალერგიულ გამონაყარს. ზემოაღნიშნული შემთხვევების დროს ფურაცილინის მიღებას წყვეტენ ან ამცირებენ დოზას.
პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნევრიტები.
პრეპარატის ჭამის დროს მიღება და დიდი რაოდენობით წყლის მიყოლება ამცირებს მის გვერდით ეფექტს.
გვერდითი მოქმედება მთლიანად გაივლის ან მცირდება ანტიჰისტამინური საშუალებების (დიმედროლი და სხვა), ნიკოტინის მჟავას (ნიკოტინამიდის), თიამინ-ქლორიდის (ან ბრომიდის) მიღებისას.

უკუჩვენებები
* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია იდიოსინკრაზიის დროს.
* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პერორალურად თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.
* პაციენტებში, რომლებიც შეპყრობილნი არიან ქრონიკული ალერგიულ დერმატოზით, პრეპარატის გარეგანი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები
ქრონიკული და გახანგრძლივებული დეზინტერიის დროს პრეპარატის მიღება ეფექტურია სპეციფიკურ ვაქცინებთან, სულფანილამიდებთან და ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook