ნიტროფურანტოინი – NITROFURANTOIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიტროფურანტოინი წარმოადგენს ანტიბაქტერიული მოქმედების საშუალებას, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციის სამკურნალოდ; პრეპარატს ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება, რომლის მექანიზმი განპირობებულია ბაქტერიის ენზიმური სისტემის დათრგუნვით. მოქმედების სპექტრი მოიცავს იმ მიკროორგანიზმებს, რომლებც იწვევენ საშარდე გზების ინფექციებს. ეს არის E. coli, Klebsiella, Enterobacter, enterococci დაStaphylococcus.  ნიტროფურანტოინით მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება რეზისტენტობა მის მიმართ. ჯვარედინი რეზისტენტობის შემთხვევები სხვა ანტიბიოტიკებთან უცნობია.
მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია: enterococci, E. coli, Citrobacter spp., group B, streptococci, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermodis.
საშარდე გზების ინფექციებს იშვიათად იწვევს Salmonella spp., Bacteroides spp., Streptococcus pneumoniae.
პრეპარატის მიმართ ნაწილობრივ ან ზომიერად მგრნობიარე მიკროორგანიზმებია:  Klebsiella pneumniae, Enterobacter spp., Proteus spp., Providencia spp., Serratia spp.
რეზისტენტული – Pseudomonas aeruginosa, Proteus mirabilis, Pseudomonas cepacia, Acinetobacter.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას ხდება პრეპარატის სრული აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ნიტროფურანტოინის მაკროკრისტალური ფორმა ანელებს მის აბსორბციას, რაც აუმჯობესებს პრეპარატის ამტანობას.
პრეპარატის სწრაფი ელიმინაცია თირკმელებით ხელს უშლის ნიტროფურანტოინის ნორმალური კონცენტრაციის მიღწევას სისხლში და ქსოვილებში.
მიკროკრისტალური ნიტროფურანტოინის ერთჯერადი დოზის – 100 მგ მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია შარდში 50-150 µ/მლ აღინიშნება 30 წუთის შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი – 25-35 წუთი. ნიტროფურანტოინის 50% უკავშირდება სისხლის ცილებს.
ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ პრეპარატის კონცენტრაცია შარდში მცირდება თანდათანობით და რჩება საჭირო რაოდენობით 8-10 საათის განმავლობაში.
ნიტროფურანტოინის სრული ექსკრეცია ხდება თირკმელებით 24 საათის განმავლობაში: 17% – ფილტრაციით, ხოლო – 83% პროქსიმალური მილაკების ექსკრეციის მეშვეობით. პრეპარატის 50% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით. ხოლო პრეპარატის 2-3% – განავალით.
პრეპარატი გადის პლაცენტარულ ბარიერს და ხვდება დედის რძეში.
ანურიის ან თირკმელების უკმარისობის დროს, როდესაც კრეატინინის დონე არის 40 მლ/წუთში ან როდესაც აღინიშნება ტოქსიური გვერდითი ეფექტები, პრეპარატის კონცენტრაცია შარდში არ შეესაბამება ანტიბაქტერიული მოქმედების დონეს.

ჩვენებები
საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ანთებები;
ცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი.
საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკა ოპერაციის წინ.

დოზირების რეჟიმი
მწვავე ინფექციების დროს:
– მოზრდილებში: – 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, 4-7 დღე, არაუმეტეს 10 დღისა.
– ბავშვებში: 12-14 წლამდე – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში 4-7 დღე.
ქრონიკული ინფექციების დროს:
– ხანგრძლივი თერაპია მოზრდილებში: 1-2 კაფსულა დღეში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.
– ბავშვებში – 5-7 მგ/კგ წონაზე დღეღამეში დოზა იყოფა 4 მიღებაზე, პრეპარატის დოზა 2.5-3 მგ/კგ წონაზე საკმარისია ხანგრძლივი მკურნალობისათვის.
– ბავშვებში 3 თვემდე პრეპარტი არ ინიშნება.

გვერდითი მოვლენები
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: დარღვევები აღინიშნება 13-15%, როცა პრეპარატის დოზა აღემატება 7 მგ/კგ/დღეში.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნისტაგმი.
პერიფერიული ნეიროპათიები: აღინიშნება ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით, ელექტროლიტური დისბალანსით.
ვიტამინ B დეფიციტით პირველადი სიმპტომებია: პარესთეზია, მოძრაობის დაქვეითება.
ალერგიული რეაქციები: ეგზანთემა, ეოზინოფილია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ბრონქული ასთმის შეტევები, ექსუდაციური პლევრიტი, ანაფილაქსიური შოკი, ჰემოლიზური ან მეგალობლასტური ანემიები (ავადმყოფებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს) და აგრანულოციტოზი.
აღწერილია თმის დროებითი ცვენის შემთხვევები. აღწერილია სპერმატოგენეზის დარღვევის შემთხვევები, არხის ეპითელიუმის დაზიანების გამო.

უკუჩვენებები
* მომატებული მგრნობელობა პრეპარატის მიმართ;
* ფეხმძიმობის I ტრიმესტრი;
* ანურია;
* თირკმელების უკმარისობა კრეატინინის კლირენსით 40 მლ/წუთში ქვევით;
* გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
* ნევრიტები;
* ელეტროლიტური დისბალანსი;
* ვიტამინი B დეფიციტი;
* ჰემოლიზური ანემია;
* შაქრიანი დიაბეტი;
* ახალშობილებში;
* ალკოჰოლიზმი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– სულფინპირაზოლის მიცემამ შეიძლება შეასუსტოს პრეპარატის მოქმედება ან გაზარდოს მისი ტოქსიურობა.
– ანტაციდები აძნელებენ უვამინის შეწოვას, რაც ხელს უწყობს მისი ტოქსიურობის გაზრდას.
– პრობენეციდი ანელებს ნიტროფურანტოინის გამოყოფას.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook