ნიფურატელი – NIFURATEL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიფურატელი წარმოადგენს ანტიმიკრობულ საშუალებას. იგი ხასიათდება აგრეთვე ანტიპროტოზოული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით.

ჩვენებები
ნიფურატელის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათ შორის ბაქტერიებით, ტრიქომონათი, სოკოებით გამოწვეული საშოს და საშარდე გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები. ნაწლავების ამებიაზი, ლამბლიოზი.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატის ერთჯერადი დოზა მოზრდილებში მისი პერორალურად მიღებისას შეადგენს 200-400 მგ-ს 1-3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღე.
ბავშვებში ერთჯერადი დოზაა 10-15 მგ/კგ წონაზე დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელი ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ – დისკომფორტის შეგრძნება.

უკუჩვენებები
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ნიფურატელის გამოყენება ნებადართული არ არის.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook