ნოვაქოლინი / NOVACHOLIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ციტიქოლინი /citicoline

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნოოტროპული პრეპარატები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა

ციტიკოლინი წარმოადგენს უჯრედული მემბრანის ძირითადი ულტრასტრუქტურული კომპონენტების წინამორბედს (განსაკუთრებით, ფოსფოლიპიდების). გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი – ხელს უწყობს უჯრედის დაზიანებული მემბრანის აღდგენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზების მოქმედებას, იცავს უჯრედებს დაღუპვისაგან; ზემოქმედებს რა აპოპტოზის მექანიზმებზე, ინსულტის მწვავე პერიოდში, ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას; ქალა – ტვინის ტრავმისას ამცირებს პოსტტრავმული კომის ხანგრძლივობას და ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლინებას.
ციტიკოლინი აუმჯობესებს ჰიპოქსიის დროს არსებულ სიმპტომებს, როგორებიცაა:  მეხსიერების გაუარესება, ემოციური ლაბილობა, ინიციატივის არ ქონა, თვითმომსახურების უუნარობა.

ფარმაკოკინეტიკა
ციტიკოლინი ორგანიზმში არსებული ბუნებრივი ნაერთია, ამიტომ რთულია ციტიკოლინის ენდოგენური და ეგზოგენური რაოდენობის განსაზღვრა და შესაბამისად, შეუძლებელია კლასიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევის ჩატარება.
ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევისას, რომელთაც შიგნით მისაღებად ეძლეოდათ ციტიკოლინის მონიშნული C14, აღინიშნა მისი პრაქტიკულად სრული შეწოვა. 5 დღის განმავლობაში, განავალთან ერთად გამოიყო მიღებული დოზის 1 % – ზე ნაკლები.

ჩვენებები:
– იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი;
– იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი;
– ცნობიერების დარღვევა ქალა – ტვინის ტრავმის და თავის ტვინზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ;
– სხვადასხვა ეტიოლოგიის კოგნიტური და ქცევის დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული (მაგ.: ალცჰეიმერის დაავადება) და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს;
– პარკინსონის სინდრომი (ქოლინობლოკატორებთან ერთად, როცა შეუძლებელია ლევოდოფას დანიშვნა).

გამოყენების წესი და დოზირება:
იშემიური ინსულტის და ქალა – ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი:
1000 მგ 12 სთ-ში ერთხელ, 6 კვირა.
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის და ქალა – ტვინის ტრავმის აღდგენითი პერიოდი:
500 – 2000 მგ / დღეში.
შემეცნებითი და ქცევითი დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს:
500 – 2000 მგ / დღეში.
პარკინსონის დაავადება, პარკინსონის სინდრომი:
500 – 1000 მგ / დღეში, 3 – 4 კვირა.
გამოიყენება ნელი ინტრამუსკულარული  ან ინტრავენური ინექციის ან ინტრავენური ინფუზიის სახით.

განსაკუთრებული მითითებები
მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
არ არსებობს კონტროლირებადი კვლევის მონაცემები ორსულობის პერიოდში, თუმცა პრეპარატის მიღებისას არ გამოვლენილა ნაყოფზე უარყოფითი ზეგავლენის შემთხვევა. პრეპარატი გამოიყენება, როცა მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს. ნოვაქოლინის ლაქტაციის პერიოდში დანიშვნისას უნდა შეწყდეს ბავშვის ძუძუთი კვება, დედის რძეში ციტიკოლინის გადასვლის შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო.

გვერდითი მოვლენები:
კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები, არტერიული წნევის ხანმოკლე ცვლილება.

უკუჩვენებები:
არ ინიშნება გამოხატული ვაგოტონიის და პრეპარატის მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობის დროს.  საკმარისი მონაცემების არ არსებობის გამო პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკში.

სიფრთხილის ზომები:
ტვინის მძიმე შეშუპებისას ქალასშიდა წნევის დასაწევად გამოიყენება მანიტოლთან და კორტიკოსტეროიდებთან ერთად. ნოვაქოლინის მაღალი დოზები (500 მგ – ზე მეტი ერთჯერადი დოზა) არ გამოიყენება ქალასშიდა სისხლჩაქცევისას,  ვინაიდან შესაძლოა გაიზარდოს ცერებრული სისხლის ნაკადი. ასეთ შემთხვევაში სასურველია დაყოფილ დოზებად მიღება (100 -200 მგ დღეში 2 -3 -ჯერ).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პარკინსონის დაავადების დროს ახდენს სინერგიულ მოქმედებას L – დოფასთან (რის გამოც L – დოფას დოზა უნდა შემცირდეს).

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ექიმის დანიშნულებით.

გამოშვების ფორმა: 1000მგ/5მლ 5 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ფლაკონი N3

მწარმოებელი: Special Product’s Line, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook