ნოვო ნორმი – NOVO NORM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება)რეპაგლინიდი/REPAGLINIDE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
რეპაგლინიდი…….. 0.5 მგ
1 ტაბ.
რეპაგლინიდი…….1 მგ
1 ტაბ.
რეპაგლინიდი……..2 მგ

დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ფოსფორმჟავა კალციუმი, უწყლო სიმინდის სახამებელი ამბერლიტი (კალიუმის პოლაკრილინი), პოვიდონი (პოლივიდონი), 85% გლიცერინი, მაგნიუმის სტეარატი, მეგლუმინი, რკინის წითელი ჟანგი (E172), – ტაბლეტების საღებავი 2 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროსაც კუჭქვეშა ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს სათანადო რაოდენობის ინსულინს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ადექვატური კონტროლისათვის. მეორე ტიპის დიაბეტი ასევე ცნობილია ინსულინდამოუკიდებელი, ან მოზრდილთა დიაბეტის სახელით.
ნოვონორმი
ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ საკვების მიღებასთან დაკავშირებით მეტი ინსულინის
გამომუშავებას და გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულაციის მიზნით მეორე ტიპის დიაბეტის დროს.
ნოვონორმი ინიშნება დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან კომბინაციაში. ნოვონორმით მკურნალობის დაწყება საჭიროა მაშინ, როდესაც მხოლოდ დიეტით, ფიზიკური აქტივობის გაზრდითა და ჭარბი წონის დაკლებით ვერ ხერხდება სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირება (ან დაქვეითება). შესაძლებელია ნოვონორმის კომბინირება მეტფორმინთან.

ჩვენებები:
ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი (II ტიპის).

მიღების წესი და დოზირება:
« ნოვონორმი ინიშნება ყოველი ძირითადი კვების წინ, პერორალურად წყლის მიყოლებით.
« საწყის დოზას ადგენს ექიმი. ჩვეულებრივ იგი შეადგენს 0.5 მგ-ს უშუალოდ ყოველი ჭამის წინ. ექიმის მიერ შესაძლებელია დოზის გაზრდა 4 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა 16 მგ დღეღამის განმავლობაში. რომელიმე დოზის გამოტოვების შემდეგ საჭიროა ჩვეულებრივი დოზის მიღება მისი გაორმაგების გარეშე.
« ვინაიდან არ მოიპოვება მონაცემები ნოვონორმის 18 წელზე უმცროსი და 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გამოყენების შესახებ, მათთვის აღნიშნული პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, ისევე როგორც ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტებში.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ნოვონორმის მიღებისას შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება, სხვა გვერდითი ეფექტები, გარდა ჰიპოგლიკემიის თანმხლები მოვლენებისა, ჩვეულებრივ სუსტადაა გამოხატული და გარდამავალია. მათ მიეკუთვნება შემდეგი გასტროენტერული სიმპტომები:
– ტკივილი მუცლის არეში;
– ფაღარათი;
– გულისრევა;
– ღებინება;
– ყაბზობა.
იშვიათად პრეპარატის მიღებისას პაციენტებს აღენიშნებათ მოვლენები, რომლებიც შესაძლოა არ არის დაკავშირებულნი პრეპარატის მიღებასთან;
– მხედველობის დარღვევა;
– ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.
ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია ალერგიული რეაქციის განვითარება კანზე გამონაყარის და ქავილის სახით. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის დაუყოვნებელი ინფორმირება.

უკუჩვენებები:
ნოვონორმის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია:
* რეპაგლინიდზე ალერგიის (ნოვონორმის აქტიური ნივთიერება) ან მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ;
* პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებული დიაბეტი) დროს;
* დიაბეტური კეტოაციდოზის შემთხვევაში;
* ორსულობის ან დაგეგმილი ორსულობის დროს;
* ლაქტაციის პერიოდში;
* 12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
* თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაავადების დროს;
* ისეთი პრეპარატის მიღებისას, რომელთაც ორგანიზმში ნოვონორმის  ცვლაზე შეუძლიათ გავლენა იქონიონ.

განსაკუთრებული მითითებები:

! სიფრთხილეა საჭირო:
* ღვიძლის ან თირკმელების დაავადების დროს;
* მნიშვნელოვანი ოპერაციის წინ ან ცოტა ხნის წინ გადატანილი მძიმე დაავადების ან ინფექციის შემთხვევაში;
* ზემოთ აღნიშნული მდგომარეობების დროს შესაძლოა დაირღვეს შაქრიანი დიაბეტის კონტროლი.
*რეკომენდებულია უსაფრთხოების ზომების მიღება ტრანსპორტის მართვისას ჰიპოგლიკემიის რისკის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები სუსტადაა გამოხატული ან ჰიპოგლიკემიის შეტევები ხშირია. ასეთ შემთხვევაში ტრანსპორტის მართვა არ არის მიზანშეწონილი.
* ნოვონორმზე მოთხოვნილება შეიძლება შეიცვალოს ალკოჰოლის გამოყენებისას.
* ნოვონორმის მიღება საჭიროა ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ შეიძლება ნოვონორმის დოზის მიღება, რომელიც ექიმის მიერ დანიშნულს აღემატება.

ჭარბი დოზირება:
ხასიათდება ჰიპოგლიკემიის განვითარებით, რომლის სიმპტომებს მიეკუთვნება:
– თავის ტკივილი;
– თავბრუ;
– დაღლილობა;
– გულისცემის გახშირება;
– აგზნება და შემცივნება;
– გულისრევა;
– ოფლიანობა;
რომელიმე აღნიშნული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში საჭიროა ტაბლეტების სახით გლუკოზის ან შაქრის მიღება, ან ტკბილი სითხის დალევა შემდგომი დასვენებით. მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში საჭიროა მისი კორეგირება სტაციონარის პირობებში. სათანადო მკურნალობის გარეშე ჰიპოგლიკემიის შეტევამ შესაძლოა მძიმე ფორმა მიიღოს და გონების დაკარგვა ან უფრო სერიოზული მდგომარეობის განვითარება გამოიწვიოს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა წამლებთან ერთად მიღებისას ნოვონორმზე მოთხოვნილება შეიძლება შეიცვალოს, განსაკუთრებით თუ პაციენტი ღებულობს შემდეგი პრეპარატებიდან რომელიმეს:
– მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალოდ);
– არასელექტიური ბეტა-ბლოკატორები (მაღალი არტერიული  წნევისა და გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ);
– ანგიოტენზინგარდამქმნელი ენზიმის ინჰიბიტორები;
– სალიცილატები (მაგალითად, ასპირინი);
ოქტრეოტიდი;
– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;
– ანაბოლური სტეროიდები და კორტიკოსტეროიდები;
– პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები;
– თიაზიდები;
– დანაზოლი;
– თირეოიდული პრეპარატები;
– სიმპათომიმეტური (ასთმის სამკურნალო) საშუალებები;
– ანტიმიკოზური საშუალებები, როგორიცაა კეტოკონაზოლი;
– ანტიბაქტერიული პრეპარატები, როგორიცაა ერითრომიცინი;
– პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებას როგორიცაა რიფამპიცინი ან ფენიტიონი, შეუძლიათ ნოვონორმის ეფექტურობის დაქვეითება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი:
NOVO NORDISK, დანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook