ნო-სპაზმა – NO-SPASMA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

შემადგენლობა:
თითო უგარსო ტაბლეტი შეიცავს:
დიციკლომინის ჰიდროქლორიდი ბრ.ფ 20 მგ
პარაცეტამოლი ბრ.ფ 500მგ
შემავსებელი საკმარისი რაოდენობით.

ჩვენება:
სწრაფი და ხანგრძლივი გაუტკივარების მიღწევისთვის შემდეგი პათოლოგიებისას:
ნაწლავის კოლიკა
ღვიძლის კოლიკა
თირკმლის კოლიკა და დისმენორეა

დოზირება:
1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, ან ექიმის მითითების მიხედვით.
დისმენორეისას  ნო-სპაზმას ტაბლეტები მიიღება  მენსტრუალური ტკივილის აღმოცენებისას  და მიღება საჭიროა სანამ ექიმის აზრით სიმპტომები გრძელდება.

უკუჩვენება:
ნაწლავის ანთება, კუჭის წყლული ან ნაწლავის დაწყლულება, ღვიძლის ან თირკმლის დარღვევები, მომატებული მგრძნობელობა ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები:
რეკომენდირებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება.დეჰიდრატაციის ან თირკმლის დაავადების მქონე ავადმყოფებში,განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმული ავადმყოფების მკურნალობისას.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია- გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში,იშვიათად  ალერგიული რეაქციები, ანემია, თრომბოციტოპენია, მეტჰემოგლობინემია.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე

გამოშვების ფორმა10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი შეფუთვაში

მწარმოებელი: ნაბროს ფარმა პვტ ლტდ. ნაშნელ ჰაივეი,8, ქჰედა 387 411 (ინდოეთი)

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook