ოვარიუმ კომპოზიტუმი OVARIUM COMPOSITUM

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.
100 მლ
Ovarium D8……………………………….. 1 მლ
Placenta D10……………………………….            1 მლ
Uterus D10………………………………… 1 მლ
Salpinx D10……………………………….. 1 მლ
Hypophysis D13……………………………           1 მლ
Cypripedium D6……………………………           1 მლ
Lilium tigrinum D14……………………….          1 მლ
Pulsatilla D18………………………………            1 მლ
Aquilegia vulgaris D4……………………..          1 მლ
Sepia D10………………………………….. 1 მლ
Lachesis D10……………………………….            1 მლ
Apisinum D8………………………………..           1 მლ
Kreosotum D8………………………………           1 მლ
Bovista D6…………………………………..           1 მლ
Ipecacuanha D6……………………………            1 მლ
Mercurius solubilis
Hahnemanni D10………………………….
1 მლ
Hydrastis D4………………………………..           1 მლ
Acidum ciraconiticum D10………………..       1 მლ
Magnesium phosphoricum D10………….        1 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები.
ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:
დაცვითი მექანიზმების, ჯირკვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციის სტიმულაცია დისმენორეის, პარამეტრიტის, მიომეტრიტის, ენდომეტრიტის, ენურეზის და პროგრესირებადი დისტროფიისას (გოგონებში);
კლიმაქსის;
დაუცხრომელი პირღებინების;
ჰიპოფიზის წინა წილის უკმარისობისას ქალებში;
ვულვის კრაუროზის;
მასტოდინიის;
ოსტეომალაციის;
მენორაგიისას, აგრეთვე,
მეტაბოლიზმის სხვადასხვა დარღვევების დროს ხანდაზმულობისას არსებული ჩივილების ჩათვლით;
პრეპარატი ეფექტურია გერიატრიაში გამოსაყენებლად;
აგრეთვე, როგორც დამხმარე საშუალება, გარკვეული ცხელებით მიმდინარე დაავადებების, ფრიგიდულობის და ფსიქიური მოშლილობისას, პრეკანცეროზზე ეჭვის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
მწვავე შემთხვევაში 1 ამპულა ყოველდღიურად;
სხვა შემთხვევაში – 1 ამპულა კვირაში 1-3-ჯერ კანქვეშ, კუნთებში; აუცილებლობისას – ვენაში.

გვერდითი მოვლენები:
ნერწყვის გამოყოფის გაძლიერებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები:
არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook